stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

14 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

14 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

13 ოქტომბერი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

140

ამბები სამეგრელოდან

1737

ამბები სვანეთიდან

104

არჩევნები

355

ახალი ამბები

4373

დღის ამბები

2741

დღის ფოტო

86

ეკონომიკა

135

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

26

კულინარია

9

კულტურა

331

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

932

რეკლამა

697

საზოგადოება

234

სამართალი

187

სპორტი

243

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

38

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბები

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პერიოდული შეკეთების სამუშაოები ორ მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს

20.02.2026 / 20 თებერვალი 2026
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პერიოდული შეკეთების სამუშაოები ორ მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პერიოდული შეკეთების სამუშაოები ორ მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

პირველი პროექტი მოიცავს 2.3-კილომეტრიან მონაკვეთს (კმ284–კმ286), სადაც უკვე დაწყებულია გზის საფარის განახლება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი, სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და მიერთებები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შესრულდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. აღნიშნული პროექტის ღირებულება 1.13 მილიონ ლარს შეადგენს და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მეორე პროექტი 6-კილომეტრიან მონაკვეთს (კმ293–კმ298) მოიცავს. სამუშაოები ანალოგიურ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს ითვალისწინებს — განახლდება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები, განთავსდება საგზაო ნიშნები და შესრულდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ მონაკვეთის რეაბილიტაციის ღირებულება 3.3 მილიონ ლარს შეადგენს და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ორივე პროექტი მიზნად ისახავს გზის უსაფრთხოების, გამტარუნარიანობისა და გადაადგილების კომფორტის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტრანზიტული ავტოტრანსპორტის გადაადგილების ხარისხს დასავლეთ საქართველოს ამ მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფანში.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პერიოდული შეკეთების სამუშაოები ორ მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს - image 2
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პერიოდული შეკეთების სამუშაოები ორ მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს - image 3
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პერიოდული შეკეთების სამუშაოები ორ მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს - image 4
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პერიოდული შეკეთების სამუშაოები ორ მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს - image 5
Banner 1
წინა პოსტი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხობში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს

შემდეგი პოსტი

სოფელ ხეთას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აქვს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ოთხი დღით შეიზღუდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ოთხი დღით შეიზღუდა

გარეგანატების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს ხობში, „სენაკი-ფოთი-სარფის“ საერთაშორისო საავტომობილო გზის მონაკვეთზე

გარეგანატების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს ხობში, „სენაკი-ფოთი-სარფის“ საერთაშორისო საავტომობილო გზის მონაკვეთზე

სენაკში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 287-290 კმ-ის სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს

სენაკში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 287-290 კმ-ის სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს

დღის ამბები

14 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

ჯვარში ახალი ამბულატორია გაიხსნა

ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არსებული პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ"

სოფელ მუხურში „ლაშაობა“ აღინიშნა

აბაშაში ნინოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა