სენაკის მერი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 49 792 ლარს შეადგენს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილე ბადრი ქუთელიასთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
2022–2025 წლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, 184 პროექტი განხორციელდა. საპრევენციო ღონისძიებები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ჩატარდა. სამუშაოების ღირებულებამ 16 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მოსახლეობის უსაფრთხოების გაძლიერებას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ბუნებრივი მოვლენებისგან გამოწვეული რისკების შემცირებას.








