პატრიარქისთვის პატივის მისაგებად ზუგდიდიან მოქალაქეები გაემგზავრნენ [ვიდეო]
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები ზუგდიდიდან დღეს დილას გაემგზავრნენ. პატრიარქის გამოსამშვიდობებელად მოქალაქეებს 20, 21 და 22 მარტს ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
გასვლა დილის 07:00 საათზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძრიდან მოხდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზაც".




![პატრიარქისთვის პატივის მისაგებად წალენჯიხიდან მოქალაქეები გაემგზავრნენ [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F03%2Fzugdidi_00_00_40_24_still001-1774076524590.jpg&w=3840&q=75)
![სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი პატივის მისაგებად, მოქალაქეები მარტვილიდან გაემგზავრნენ [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F03%2F_________________________________-1774100083984.png&w=3840&q=75)
