დაგეგმილია დამატებით სამი თავშესაფრის მშენებლობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დაგეგმილი ნაბიჯები უზრუნველყოფს ცხოველთა პოპულაციის გრძელვადიან, სისტემურ და ჰუმანურ მართვას.
„იმ ლოკაციებზე, სადაც დღეის მდგომარეობით თავშესაფრები არ არსებობს, დაგეგმილია დამატებით სამი თავშესაფრის მშენებლობა, ხოლო სამი არსებული თავშესაფრის ინფრასტრუქტურა გაძლიერდება. ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ფარგლებში, მიმდინარე წელს, გათვალისწინებულია 102 000 ძაღლის იდენტიფიკაცია, ხოლო სამწლიან პერიოდში, ჯამში 240 000-ის.
ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება პატრონიანი ცხოველების, კერძოდ ძუ ძაღლების სტერილიზაცია; მიმდინარე წელს დაგეგმილია 13 000, ხოლო სამწლიანი პროგრამის ფარგლებში - 40 000 ძაღლის სტერილიზაცია.
ამასთან, იგეგმება უპატრონო ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია; მიმდინარე წელს დაახლოებით 36 000, ხოლო ჯამურად - 112 000. ეს არის მართლაც შთამბეჭდავი მაჩვენებლები და სახელმწიფოს მხრიდან აღებული მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც მიზნად ისახავს ჰიპერპოპულაციის ეფექტიან მართვას”, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: დაგეგმილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება, თელავის აეროპორტის მშენებლობა, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა, ასევე დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაც

დავით ვერავა: წალენჯიხაში სამი სკოლის მშენებლობა მიმდინარებს




