წალენჯიხაში უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანთან , მერის მოადგილეებთან,საკრებულოს წევრებთან და ა(ა)იპ წალენჯიხის " სათნოების სახლის"ხელმძღვანელთან ერთად, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
ნობათი სხვადასხვა სახის პროდუქტებს მოიცავს და ის მთლიანობაში ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის უმწეოთა სასადილოების 234-მა ბენეფიციარმა მიიღო.





