სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია “ეგრისის ეროვნული პარკი” დაარსდება

სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია “ეგრისის ეროვნული პარკი” დაარსდება. ინფორმაციას დაცული ტერიტოერიების სააგენტო ავრცელებს.
წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია - „ეგრისის ეროვნული პარკი“ შეიქმნება.
უწყების ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტით დაცული ტერიტორიის სტატუსი ჯამში 37 074 ჰექტარ ფართობს მიენიჭება.
კანონის ძალაში შესვლა 2027 წლისთვის იგეგმება.






