ზუგდიდის მერმა ოირემეს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი რწმუნებული დანიშნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ, ოირემეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის ახალი წარმომადგენელი, ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში კი მერის წარმომადგენლის ასისტენტი წარადგინა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
ოირემეში მერის წარმომადგენლად ირაკლი გაგუა, ხოლო ინგირში მერის წარმომადგენლის ასისტენტად კობა ყალიჩავა დაინიშნა.
„მერმა ახალ თანამშრომლებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების კეთილსინდისიერი მსახურება მათი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“ - აცხადებენ მერიაში.







