ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

მალთაყვის სანაპიროზე პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა.ასევე, ღონისძიების ფარგლებში, ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა საქართველოს ჩემპიონის ქამრები.
შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოკრივეებმა. ბექა ჭუბაბრია საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ირაკლი ალანიძემ მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს პროფესიონალური კრივის ფედერაციის ორგანიზებით.
ფოთის მუნიციპალიტეტი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავსი სპორტული ღონისძიებების ჩატარებას და გააგრძელებს ისეთი ინიციატივების ხელშეწყობას, რომლებიც სპორტის განვითარებასა და ქალაქის პოპულარიზაციას ემსახურება.






