stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები საზაფხულო ბანაკების მონაწილეებთან

გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები საზაფხულო ბანაკების მონაწილეებთან

2 სექტემბერი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1687

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4341

დღის ამბები

2682

დღის ფოტო

85

ეკონომიკა

134

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

929

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

186

სპორტი

241

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიდღის ამბები

გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები საზაფხულო ბანაკების მონაწილეებთან

48 წუთის წინ / 2 სექტემბერი 2026
გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები საზაფხულო ბანაკების მონაწილეებთან

საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით აგრძელებს შეხვედრებს საზაფხულო ბანაკების მონაწილეებთან. საარჩევნო საკითხებზე ახალგაზრდებთან შეხვედრები ამჯერად ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამართა.

მირანდა მესხმა საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლისა და უფლებების, ასევე ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობისა და არჩევნების ორგანიზების შესახებ. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების უპირატესობების, მათი დანერგვის პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების შესახებ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბანაკის მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ, ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

შეხვედრების მიმდინარეობისას ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

მირანდა მესხმა ახალგაზრდებთან შეხვედრები 25 და 31 აგვისტოს გამართა. მისი მომდევნო შეხვედრა ახალგაზრდებთან 10 სექტემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მართავენ.

Banner 1
წინა პოსტი

სოფელ ჭითაწყარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

წალენჯიხის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

წალენჯიხის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ზუგდიდის მერიაში ფოკუს-ჯგუფებთან შეხვედრები გრძელდება

ზუგდიდის მერიაში ფოკუს-ჯგუფებთან შეხვედრები გრძელდება

დღის ამბები

გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები საზაფხულო ბანაკების მონაწილეებთან

სოფელ ჭითაწყარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად მარტვილში 10 ოჯახს ფინანსური დახმარება გაეწია

მარტვილში ჭედიას ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხელი ხაზი ამოქმედდა