წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება ინტენსიურად გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება ინტენსიურად გრძელდება.
დღეს, საჩინოს, ჭველესა და ქალაქ წალენჯიხის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს
მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან და მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად გაეცნო.
ხელმძღვანელი პირები სამუშაოების ტემპს გაეცნენ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან პროექტების მიმდინარეობის დეტალები განიხილეს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, ისინი ადგილზე გაეცნენ
ეწერფერდის გზაზე ინფრასტრუქტურის მოწყობას,
საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობას, ხოლო
ქალაქ წალენჯიხაში, თ. ფიფიას ქუჩაზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოებს.
მიმდინარე პროექტები მუნიციპალიტეტში გადაადგილების უსაფრთხოებასა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.








