ზუგდიდში 158 ოქროსა და 21 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე დააჯილდოვეს

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
მედალოსნებს სიგელები და საჩუქრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ გადასცეს.
დაჯილდოვდა 158 ოქროსა და 21 ვერცხლის მედალოსანი წარმატებული მოსწავლე.
„თითოეულს გილოცავთ სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი საფეხურის წარმატებით დასრულებას - მინდა წარმატებები გისურვოთ ცხოვრების ახალ ეტაპზე. სწორედ განათლებაზე გადის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და ამისთვის, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან ბევრ პროექტსა და პროგრამას ახორციელებს - ამ შედეგებზე კი არაერთი მიმართულებით არსებული მიღწევები საუბრობს.
მადლობა თითოეულ თქვენგან, მადლობა მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომისთვის, მადლობა მშობლებს, რომლებიც დღეს ყველაზე ამაყები არიან, რადგან ამხელა ქალაქში, ამდენ მოსწავლეში ეს მიღწევა ნამდვილად საამაყოა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“ - აღნიშნა დაჯილდოების ცერემონიალზე სახელმწიფო რწმუნებულმა.
ახალგაზრდებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს სიტყვით მიმართა ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ:
„ჩვენ გვჭირდება განათლებული თაობა, რომელიც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მეტი მიღწევის, მეტი განვითარებისა და მეტი გამარჯვების.
მნიშვნელოვანია, რომ თქვენ განათლების მიღების შემდეგ უკვე პროფესიონალები ისევ დაუბრუნდებით თქვენს ქალაქს, ზუგდიდს და მონაწილეობას მიიღებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის, რეგიონის და სამშობლოს უკეთესი მომავლის შენებაში.
ხელისუფლებისთვის, როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე, პრიორიტეტს წარმოადგენს განათლება და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს განათლებული, წარმატებული თაობა. გჯეროდეთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით, რომლის დასტურია განათლების მიმართულებით არსებული მუნიციპალური პროგრამები, რომელიც წლიდან წლამდე იხვეწება და მდიდრდება“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ.
მსგავსი სიახლეები
![ზუგდიდში, წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2Fi-uy32GU668%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)
ზუგდიდში, წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს [ვიდეო]

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 20-21 აპრილს ზუგდიდში ავტობუსები უფასოდ და სპეციალური განრიგით იმოძრავებენ




