stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

,,ოკუპაციით წართმეული უფლება”- სამუშაო შეხვედრა სენაკში

05.12.2018 / 5 დეკემბერი 2018
,,ოკუპაციით წართმეული უფლება”- სამუშაო შეხვედრა სენაკში

დღეს, სასტუმრო ,,ოსკარში“, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“ ორგანიზებით პროექტის ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“ ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ,,ოკუპაციით წართმეული უფლება“.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, გუბერნატორის თანაშემწე ლაშა გვასალია, აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მედეა აბლოთია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, არასამთავრობო ორგანიზაცია People in Need-ს პროექტის მენეჯერი ნატო ანთია, კონფლიქტოლოგი მარინა ზუხბაია, რეჟისორი ანუნა ბუკია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მასმედიის წარმომადგენლები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.

სამუშაო შეხვედრა გახსნა, პროექტისა და გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“ როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ მალანიამ.

შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა რეჟისორ ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმი ,,მე გადავცურე ენგური“, რომლის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია თემებზე – კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები, აღნიშნულ საკითხებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა. დისკუსიის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელობანი მოსაზრებები.

პროექტი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, TRANSITION პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის პარტნიორობით ხორციელდება. მისი მიზანია მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ პრაქტიკაში გამოიყენონ დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგია;  ახალგაზრდები გახდებიან მთავარი მოქმედი პირები თავიანთ თემებში ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის.

პროექტის ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“ პარტნიორებია: სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდში საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მახასიათებლებებზე ისაუბრეს

შემდეგი პოსტი

“პრაიმედმა” შიდსთან ბრძოლის კვირეული ზუგდიდის, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში დაასრულა [ფოტო]

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სენაკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სენაკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შინმოვლის პროგრამის დანერგვის ფარგლებში, სენაკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შინმოვლის პროგრამის დანერგვის ფარგლებში, სენაკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტარმა ირაკლი ხახუბიამ სენაკში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტარმა ირაკლი ხახუბიამ სენაკში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა