stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

“ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ღირებულება ადამიანია”-სენაკის მერის ერთწლიანი ანგარიში

26.12.2018 / 26 დეკემბერი 2018
“ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ღირებულება ადამიანია”-სენაკის მერის ერთწლიანი ანგარიში

,,ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ღირებულება ადამიანია. ჩვენთვის პრიორიტეტულია საზოგადოებიდან წამოსული ინიციატივები. დღეს ხალხს აქვს შესაძლებლობა აკონტროლოს და შეაფასოს ხელისუფლების საქმიანობა. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.” – ამ სიტყვებით დაიწყო დღეს, სასტუმრო ,,ვერსალში’’, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრები, მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების, სტრუქტურული ერთეულებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

მუნიციპალიტეტის მერმა იმ რეფორმებზე და პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი უშუალო ინიციატივით განხორციელდა. მან დეტალურად ისაუბრა მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებზე, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებზე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან არაერთ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ პროგრამებზე, რომლებიც საზოგადოების აქტიური ჩართულობით და გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის წევრის, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ბერაიას წვლილს მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. მადლიერება გამოხატა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კახაბერ რუსიას მიმართ საფეხბურთო კლუბ ,,ეგრისის“ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა მოსახლეობას, საკრებულოს დეპუტატებს, მერიის სამსახურებისა და მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს.

ლევან კუპრეიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებისა და თვითმმართველობის ერთობლივი საქმიანობის კურსი, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლების მოსვლიდან ჩაეყარა საფუძველი, შეუქცევადია და თანმიმდევრულად მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის ყოველმხრივ განვითარებას უზრუნველყოფს.

წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რომელთა დასაძლევად ერთსულოვნად მიღებული გადაწყვეტილებებია საჭირო. სწორედ ამ გამოწვევებზეა ორიენტირებული სენაკის მუნიციპალიტეტი 2019 წელს.

Banner 1
წინა პოსტი

ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

შემდეგი პოსტი

ბუნებრივი აირის ტარიფი შემცირდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა

ილია II: კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული – გილოცავთ და გლოცავთ

ილია II: კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული – გილოცავთ და გლოცავთ

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა