stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად აბასთუმანში, სასტუმრო “აბასთუმანი რეზიდენსში” ისვენებს

20.08.2018 / 20 აგვისტო 2018
ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად აბასთუმანში, სასტუმრო “აბასთუმანი რეზიდენსში” ისვენებს

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში ოჯახთან ერთად დასვენება გადაწყვიტა. ამის შესახებ რადიო “თავისუფლება” იტყობინება.

სასტუმრო ,,აბასთუმნის” ხელმძღვანელი გენადი ენდელაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი აბასთუმნელებს ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას დაჰპირდა.

,,შემოვიდა კულტურულად, ადამიანურად. გადახედა, კანალიზაცია – არა, ეს – არა, ის – არა. ხალხს დაუძახა და თქვა, რომ დასახმარებლად ვარ ჩამოსულიო. ჩამოიარა წყლის სანაპიროები… ყველა ობიექტს ნახულობს, ვის რა დახმარება სჭირდება, მეც მკითხა. თვითონ ნახა ყველაფერი. არ ვიცოდი, აბასთუმანი ასე ძალიან თუ იყო ჩამორჩენილი და აუცილებლად უნდა ვუშველოთო. გამგებელთან ერთად ყველაფერს წერენ და გეგმავენ. სპეციალურად ჩამოვიდა, რომ თავისი ხელი დაატყოს. ტელეფონში უთხრა ვიღაცას, სასწრაფოდ გაამზადეთ პროექტიო, მაგრამ ვის ესაუბრა, არ ვიცი”, – აცხადებს გენადი ენდელაძე რადიო “თავისუფლებასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ბიძინა ივანიშვილის აბასთუმანში ყოფნისას სარეაბილიტაციო სამუშაოების შესამოწმებლად კურორტზე ვიცე-პრემიერიც ჩავიდა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აბასთუმანში მე-19 – მე-20 საუკუნეებში აშენებული სახლებისა და ასტროფიზიკური ობსერვატორიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამინისტროს მიერ საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში მაია ცქიტიშვილი კურორტის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს:

„აბასთუმნის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაწყებული. ისტორიული ხის სახლების, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და ტურისტული მნიშვნელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სრული რეაბილიტაციის გარდა, სამინისტრო ახორციელებს საგზაო პროექტებს და უახლოეს მომავალში დაგეგმილია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგება. მალე აბასთუმანი დაიბრუნებს თავის ისტორიულ მნიშვნელობას“.

მმართველი პარტიის ლიდერი სასტუმრო ,,აბასთუმანი რეზიდენსში” ისვენებს. ადგილობრივ მცხოვრებთა განმარტებით, ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ე.წ. არაზინდოს დასახლება და აბასთუმნის ობსერვატორია მოინახულა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალების შესახებ არაფერს ამბობს მერის წარმომადგენელი აბასთუმანში. გიორგი გედევანიძე ყურადღებას ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ვიზიტზე ამახვილებს და რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ დაგეგმილი სამუშაოები პროექტის მიხედვით ხორციელდება.

წყარო: რადიო “თავისუფლება”

Banner 1
წინა პოსტი

კერძო გამსესხებლები, ე.წ “მევახშეები” მასშტაბურად შეიზღუდებიან

შემდეგი პოსტი

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2018 წლის საახალწლო ღონისძიებებში 763 314 ლარი დახარჯა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი: პირადად მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები!

ბიძინა ივანიშვილი: პირადად მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები!

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა