თაზო ფაცაციამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საჩუქრად ცოცხები გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, პაატა ადამიას სხდომაზე საჩუქრად ცოცხები გადასცა.
მანამდე ფაქტს წინ უძღოდა დეპუტატებს შორის კამათი. სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა მერიის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაზე საუბარს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ამ პროგრამით სარგებლობენ, მხოლოდ 150 ლარის ლიმიტი ექნებათ. პაატა ადამიას თქმით, იმის ფონზე, როცა მედიკამენტებზე ფასები იზრდება, ეს თანხა მიზერული გამოდის.
მსგავსი სიახლეები

ფეიკნიუსი – “ნაციონალური მოძრაობის” მორიგი ტყუილი!

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დააკავეს
![შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2024%2F02%2Fshalva-papuashvili-sinq-bevri-drosh.png&w=3840&q=75)



