ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. კურორტზე ზღვის სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები დაიგება, მოხდება საფეხმავლო ხიდთან არსებული, კაფე-რესტორანის რეაბილიტაცია, აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული ამფითეატრი.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ მინი – ფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს, რეაბილიტაცია ასევე ჩაუარდება ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდს. მოეწყობა ველობილიკი, გარე განათება, სველი წერტილები, გასახდელები, დამონტაჟდება ახალი სანაგვე ურნები.
ანაკლიაში ინფრასტრუქტურის განახლება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით ხორციელდება. სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, საკურორტო ზონაში განსახორციელებელი სამუშაოები შპს. ,,ანაკალია-განმუხური რესორტის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.




![ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2Fe4RlYngQ310%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)

![რა სიახლეებით ხვდება ანაკლია-განმუხირი ახალ საზღვაო სეზონს [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2024%2F06%2F4d440259-8ee0-483d-a1be-3ac07f6f7d8f-960x720.jpeg&w=3840&q=75)