გუბერნატორს მერების არ სჯერა? -ალექსანდრე მოწერელია ჟურნალისტებს თანამშრომლობას სთავაზობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ჟურნალისტებს თანამშრომლებას სთავაზობს. მისი განცხადებით მედია ხშირად კონტაქტობს ხალხთან და კარგად იციან ის პრობლემებიც, რაც ადგილზე არსებობს. მედიისგან განსხვავებით კი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მხოლოდ განხორციელებულ, ე.წ წარმატებულ პროექტებზე საუბრობენ და რეალურ, გვერდით პრობლემებს ცენტრს უმალავენ.
“მე გთავაზობთ თანამშრომლობას. მინდა ყველა იმ პრობლემის შესახებ ჩამაყენოთ საქმის კურსში, რაც ადგილზე არსებობს”-განუცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ჟურნალისტებს, რომლებიც ძირითადად რეგიონის მასშტაბით მუშაობენ.
“მოდიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ამბობენ, რომ თურმე სადღაც დასრულდა სტადიონის მშენებლობა და რომ თურმე მანდ კარგად თამაშობენ ფეხბურთს. ის თემა, რომ იგივე ადგილას მოსახლეობას არ აქვს ხიდი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები (უფრო მნიშვნელოვანი) არ არის განხორციელებული, ამაზე არაფერს ამბობენ. აი, სწორედ ამ მიმართულებით მინდა თქვენთან ვითანამშრომლო. ამით ჩვენ მხოლოდ კარგ საქმეებს გავაკეთებთ ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობისთვის”,-განაცხადა გუშინ, ჟურნალისტებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.
მსგავსი სიახლეები

ჯაბა ხუბუა ,,ლელოს” | როგორც ჩამომხრჩვალის სახლში თოკი არ უნდა ახსენო, სწორედ ასე არ უნდა ლაპარაკობდეს ანაკლიის პორტის შესახებ ხაზარაძის პარტიის წევრი გრიგოლ გეგელია, რადგან ხაზარაძე ის კაცია, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩააფლავა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: აგენტურული ოპოზიცია როდესაც ისევ აშშ-ს სთავაზობს საკუთარ „მომსახურებას“ მათი გაცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, რომ არ ჩაერევიან უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში - ჩვენთვის დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს




