stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

27 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1680

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2673

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

გეგა შენგელია – მე დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში და კარგად ვიცი აქაური საჭირბოროტო საკითხები

06.04.2019 / 6 აპრილი 2019
გეგა შენგელია – მე დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში და კარგად ვიცი აქაური საჭირბოროტო საკითხები

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია საკუთარ წარდგენაზე შეკრებულ მოქალაქეებსა და საკუთარ ამომრჩევლებს სხვადასხვა სფეროში ეფექტურ საქმიანობასა და პრობლემების მოგვარებას დაპირდა, მანამდე კი „ქართულ ოცნებას“ ნდობისთვის მადლობა გადაუხდა.

„იყო ზუგდიდის მერი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, თუმცა თქვენი თანადგომით ჩვენ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ზუგდიდელებს. ჩემი მერობის განმავლობაში უყურადღებოდ არ დარჩება არცერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც აწუხებს თითოეულ ზუგდიდელს. გაიზრდება მოქალაქეების ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტი მოერგება თქვენს საჭიროებებს. ჩემი მთავარი მიზანია ზრუნვა თითოეულ პენსიონერზე, სოციალურად დაუცველზე, დევნილზე და რიგით ზუგდიდელზე.

ჩემი მერობის განმავლობაში ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი ახალგაზრდების გვერდში დაყენება და მათთან ერთად უკეთესი ზუგდიდის შექმნა იქნება. ჩვენ ავაშენებთ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ახალგაზრდულ ცენტრს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი იდეების განხორციელებას. ჩვენი მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებისთვის უნდა იყოს მიმზიდველი და ისინი არ უნდა ტოვებდნენ ზუგდიდს. თქვენ იცით, რომ ზუგდიდში უკვე ხორციელდება 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ხარისხიანად, წარმატებულად და კეთილსინდისიერად განხორციელების გარანტი მე ვიქნები.

გარდა ამისა, ჩემი მერობის განმავლობაში ჩვენ მინიმუმ გავაორმაგებთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და ის უფრო ეფექტურად მოხმარდება ზუგდიდელების საჭიროებებს. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი დღემდე მოუგვარებელი საკითხი რაც ზუგდიდელებს გვაწუხებს, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა და გპირდებით, რომ ამ პრობლემას, როგორც მერი, სრულად მოვაგვარებ.

უახლოეს პერიოდში ზუგდიდის 10 ქუჩაზე დაიწყება ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ხოლო უკვე დაწყებულია 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი. თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკებ იმისთვის, რომ ზუგდიდი იყოს ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი და მიმზიდველი გახდეს გრძელვადიანი ვიზიტებისთვის. ჩვენ განვავითარებთ შესაბამის ინფრასტრუქტურას, რაც ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას და შესაბამისად, მათი შემოსავლის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ისეთი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი როგორიც ანაკლიის პორტის მშენებლობაა. აღნიშნული მეგა პროექტი გახდება უამრავი ზუგდიდელის დასაქმების წყარო, რაც დიდ სიკეთეს მოუტანს არამხოლოდ ჩვენს მუნიციპალიტეტს, არამედ მთელ ქვეყანას. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი მთავრობისთვის, სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტია. ამ მხრივ, ჩვენი ყველაზე მთავარი საზრუნავი რეგიონში თხილის კულტურის რეაბილიტაციაა.

ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით მხარდაჭერას თითოეული ფერმერისადმი, სოფლად თუ ქალაქში მცხოვრები მოქალაქისადმი, რათა მათ შესაბამისი ცოდნით და საშუალებებით აღჭურვილებმა მოახერხონ საკუთარი თხილის ბაღების გადარჩენა, რაც ზუგდიდში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის და მთელი მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი და ცენტრალური ხელისუფლების გეგმები განუხორციელებელია თქვენი თანადგომის გარეშე. ჩემთვის მერობა ახალი გამოწვევაა, რომელსაც მხოლოდ ერთი შედეგი ექნება, უფრო განვითარებული ზუგდიდი და უფრო წარმატებული ზუგდიდელები. მე 38 წელი ვიცხოვრე ზუგდიდში და არც მომავალში ვაპირებ სხვაგან წასვლას. თქვენს მხარდაჭერას ღირსეულად და კეთილსინდისიერად ვემსახურები.

მე დავიბადე და გავიზარდე ჩვენს მშობლიურ ზუგდიდში, დავამთავრე მეორე საჯარო სკოლა და მთელი ბავშვობა აქ გავატარე. მე კარგად ვიცი, აქაური საჭირბოროტო საკითხები, რომელიც ჩვენ, ზუგდიდელებს გვაწუხებს და ზუსტად ვიცი, რაც არის გასაკეთებელი მათი მოგვარებისთვის. ჩვენ ამას ერთად, აუცილებლად გავაკეთებთ.

ჩემი საქმიანობა არ და ვერ იქნება ფორმალური. მე ვაპირებ თითოეულ თქვენგანთან ერთად მუნიციპალიტეტში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თქვენი შვილები ჩემს სამ შვილთნ ერთად უკეთეს გარემოში იცხოვრებენ.

თითოეული თქვენგანი, რომელიც მივა საარჩევნო უბანთან და შემოხაზავს 41-ს, ამით მხარს დაუჭერს სიმშვიდეს, სტაბილურობას, წინსვლას და კეთილდღეობას, ჩვენს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა

Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდელები გიორგი შენგელიას კანდიდატად წარდგენას ულოცავენ

შემდეგი პოსტი

“ნაციონალებმა” კანდიდატის წარდგენა “ქართული ოცნების” კანდიდატის წარდგენის შემდეგ გადადეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

გიორგი შენგელია: მე 38 წელია ვცხოვრობ ზუგდიდში და კარგად ვიცი ყველა პრობლემა

გიორგი შენგელია: მე 38 წელია ვცხოვრობ ზუგდიდში და კარგად ვიცი ყველა პრობლემა

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქს ვაპირებ დავუკავშირო ჩემი მოღვაწეობა და მზად ვარ გემსახუროთ

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქს ვაპირებ დავუკავშირო ჩემი მოღვაწეობა და მზად ვარ გემსახუროთ

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს

დღის ამბები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა

წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში