stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

კულტურა

9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული, სენაკში, გალა-კონცერტით დასრულდა

09.04.2019 / 9 აპრილი 2019
9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული, სენაკში, გალა-კონცერტით დასრულდა

საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ერთდროულად ტრაგედიისა და სიხარულის დღედ შერაცხული სისხლიანი 9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული, სენაკში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გამართული გალა-კონცერტით დასრულდა. ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, სხვადასხვა სტრუქტურისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღია ცის ქვეშ გამართულ საღამოზე, რომლის სცენარის ავტორი და წამყვანი გახლდათ მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სპეციალისტი ლია ღვამბერია, რეჟისორი – ვეფხვია გორგოძე, ცენტრთან არსებული სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის“ მოცეკვავეები, ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის“ ნორჩი მსახიობები, საესტრადო განყოფილების აღსაზრდელები.

,,კოლხური ტრიოს“ სოლისტის, ბელა ქამადაძისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სპეციალისტის, მომღერალ სალომე ბერიშვილის მიერ შესრულებულმა, 9 აპრილის განუყოფელმა მელოდიებმა, საღამოს მეტი ხიბლი შემატეს. კვირეულისა და გალა-კონცერტის ამაღელვებელმა ბოლო აკორდმა მაყურებლის განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია.

მორის ფოცხიშვილის ტექსტზე ჯემალ სეფიაშვილის მიერ შექმნილმა, 9 აპრილის ჰიმნად ქცეულმა უკვდავმა მელოდიამ ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ამჯერად, სცენაზე, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი გააერთიანა. სევდიანი სიამაყით ნამღერმა ერთიანობის საგალობელმა, სიმბოლურად, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტის წინ სანთლებით გამოსახულმა წარწერამ – 9 აპრილი და დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად ცაში აშვებულმა 21-მა ფრანმა, სენაკში, ოცდამეათე 9 აპრილი, დაასრულა.

Banner 1
წინა პოსტი

არჩევნები 2019 -ზუგდიდური დღიურები

შემდეგი პოსტი

“მადლობა თავისუფლებისთვის” – მდუმარე აქცია ზუგდიდში [ვიდეო]

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკში 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

სენაკში 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

26 მაისი ზუგდიდში გალა კონცერტით დასრულდა

26 მაისი ზუგდიდში გალა კონცერტით დასრულდა

ზუგდიდში დამოუკიდებლობის ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა

ზუგდიდში დამოუკიდებლობის ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა