ზუგდიდში მოწამლული ბავშვები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს [ვიდეო]
![ზუგდიდში მოწამლული ბავშვები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2FEOtAa-14Dv4%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)
10 მცირეწლოვანი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს, ქუთაისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არასრულწლოვნები ზუგდიდში ერთ-ერთი კორპუსის ბინაში უკრაინის მოქალაქე ქალთან ერთად ცხოვრობდნენ. მეზობლების ინფორმაციით, ბავშვების მდგომარეობა იყო ცუდი და სასწრაფოში დარეკეს.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.






![ახალი წლის ღამე ზუგდიდში [ფოტო/ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F01%2Fimg_6057-1767256337054.jpeg&w=3840&q=75)