საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უკრაინაში შალვა ნათელაშვილს ღირსების შელახვისთვის უჩივლებს

“დიდი ხანი ვფიქრობდი ღირდა თუ არა ამ პოსტის გამოქვეყნება და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რადგან საზოგადოებამ უნდა ნახოს ნამდვილი სახე იმ ადამიანების, მითუმეტეს პოლიტიკოსების, რომლებიც წლებია, ჩვენს სახელს, ჩვენს ხმას ბოროტად იყენებენ. ერთ-ერთ პოსტზე, სადაც კითხვა დაისვა ბატონ შალვაზე, გულწრფელად ვუპასუხე, ხოლო პასუხად მივიღე ლანძღვა, რომელიც თანდართულია ჩემს პოსტზე. მინდა მივმართო საზოგადოებას – პირებს, რომლებიც წლებია, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას უშლიან ხელს, რა უნდათ პოლიტიკაში?! რატომ უნდა ვანდოთ ასეთ ადამიანებს ქვეყანა?!
რატომ სარგებლობენ ხალხის სახელით?! ადამიანი, რომელიც წლებია, თავს დებს, რომ ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა უნდა, ვერ აცნობიერებს და ამ დრომდე არ იცის, როგორ უნდა მიმართოს ახალგაზრდა ელჩს, რომელიც საქართველოს სახელის ფარგლებს გარეთ გატანას და საქმის კეთებას ცდილობს. და ბოლოს, მე უკვე ვესაუბრე ჩემს იურისტებს, ღირსების შელახვისთვის ამ “პოლიტიკურ კლოუნს” პასუხს ვაგებინებ!”, – წერს თოფურია სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები

უკრაინაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა დნეპრის ქართულ საკვირაო სკოლას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

შალვა პაპუაშვილი: ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც 12 აგვისტოს დასრულებულა, ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ერთი სანტიმეტრი მაინც იქნება ოკუპირებული
![საქართველოს “ევროვიზიაზე” ახალგაზრდა მომღერალი ოთო ნემსაძე წარადგენს [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2F_kUvlsuHSyM%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)



