stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

„ნენსკრა ჰიდრო“ ჭუბერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

07.06.2019 / 7 ივნისი 2019
„ნენსკრა ჰიდრო“ ჭუბერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია, სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მომხდარ ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მიმდინარე წლის 7 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრას შენაკადი – დევრულა ადიდდა. შედეგად დაზიანდა მასზე გამავალი ხიდი, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. სოფელ ქვემო მარღში კი, მდინარე მარღულაზე გამავალ ხიდზე უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა შეიზღუდა.

ამ დროისთვის სს „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომლებს უწყვეტი კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინონ. ვითარების გასაცნობად ადგილზე გაემგზავრა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ხელმძღვანელობაც სრული შემადგენლობით. ამასთანავე, მობილიზებულია სს „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი კომპანიის – „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ მძიმე ტექნიკა.

„სამომავლოდ ხეობაში კაშხლის არსებობა შესაძლებლობას მოგვცემს, მსგავსი სტიქიური მოვლენების შემთხვევაში მდინარის კალაპოტში წყლის ოდენობა ეფექტურად გაკონტროლდეს, რაც მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენების რისკს მაქსიმალურად შეამცირებს“, – აცხადებს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე.

როგორც ცნობილია, 2018 წლის ნოემბრიდან სს „ნენსკრა ჰიდრო“ სოფელ ჭუბერში ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს, რომელიც, მათ შორის, 5 ივლისის სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციას, გაწმენდით და ნაპირსამაგრ სამუშაოებს მოიცავდა.

დღეის მდგომარეობით, სოფელ ტიტასთან დამაკავშირებელი გზის 211-მეტრიანი მონაკვეთი სრულად არის რეაბილიტირებული. დასრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოებიც.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ნაწილობრივ რეაბილიტირდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ჭუბერის შემოვლითი გზა (945 მ): მდინარის კალაპოტი გაიწმინდა, არსებული გზა გაგანიერდა, გატარდა ნაპირსამაგრი ღონისძიებებიც.

სოფელ ლარი-ლარის გზის მიმდებარედ კი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოეწყო გოფრირებული მილები და მავთულ-ბადე.

ამჟამად გზების რეაბილიტაციის ფარგლებში კაშხლის საპროექტო ტერიტორიამდე (14.400 კმ) სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება; ეწყობა ნაპირსამაგრი ქვაყრილი, იგება ხის დროებითი ხიდები, მდინარის კალაპოტი იწმინდება.

Banner 1
წინა პოსტი

170 წლის მეგრულ ოდას სოფელ ახუთში რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

შემდეგი პოსტი

ზუგდიდის მერია: “გაიმარჯვებს ის კომპანია, ვინც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს ზუგდიდს”

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ეპარქია ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეპარქია ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება“ ზურაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება“ ზურაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტელეიმედი ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტელეიმედი ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა