stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

14 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1627

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2621

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

სენაკში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

14.06.2019 / 14 ივნისი 2019
სენაკში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა გახსნა.

სხდომას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მოწვევით – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის დირექტორი ლევან ოყრეშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ნატალია ხუბუას ანგარიში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღინისძიებების, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მნიშვნელობისა და მერიის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამების შესახებ.

განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსმა გივი მისაბიშვილმა სათათბიროს წევრებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის მაკეტი წარუდგინა. სხდომაზე განხილულ იქნა მემორიალის ადგილმდებარეობის საკითხი.

საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორმა ბადრი მამულიამ ცენტრის მიერ მუნიციპალიტეტში დასუფთავებისა და გამწვანების კუთხით ჩატარებული, მერიის მიერ შეძენილი სპეც.ტექნიკის (გრეიდერის) მეშვეობით განხორციელებელი, გარე განათების ახალი ქსელების მოწყობის სამუშაოების, ასევე, დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.

მერმა დამსწრეთ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები.

შეხვედრის დასასრულს, ლევან კუპრეიშვილმა სათათბირო ორგანოს წევრებს, რომელთა საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, სამოქალაქო აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

Banner 1
წინა პოსტი

სენაკში საავტომობილო გზები რეაბილიტირდება

შემდეგი პოსტი

ძლიერმა სეტყვამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitter

მსგავსი სიახლეები

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა სენაკში

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა სენაკში

სენაკის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

სენაკის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

სენაკის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

სენაკის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღის ამბები

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

Instagram
TikTok
Youtube
Telegram