ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ფოტო-ვიდეო კონკურსი გაიმართა

ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკსა და ისტორიულ მუზეუმში კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ფოტო – ვიდეო კონკურსი ,,წარმოაჩინე შენი მუნიციპალიტეტი ” გაიმართა. მოეწყო ასევე ახალგაზრდა მხატვრის ლუკა პერტაიას ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა – #ერთადნიასთვის.
გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. მათ ფულადი პრიზები გადაეცათ. კონკურსში გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მიულოცა და მათ შემოქმედებითი წინსვლა უსურვა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლევან წულაია , სხვადასხვა ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.






![ახალი წლის ღამე ზუგდიდში [ფოტო/ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F01%2Fimg_6057-1767256337054.jpeg&w=3840&q=75)