stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

აბაშაში სახალხო დღესასწაული გაიმართა

აბაშაში სახალხო დღესასწაული გაიმართა

11 ნოემბერი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

140

ამბები სამეგრელოდან

1770

ამბები სვანეთიდან

105

არჩევნები

355

ახალი ამბები

4409

დღის ამბები

2778

დღის ფოტო

86

ეკონომიკა

136

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

26

კულინარია

9

კულტურა

333

მთელი კვირა

1

მსოფლიო

135

პოლიტიკა

932

რეკლამა

697

საზოგადოება

235

სამართალი

193

სპორტი

245

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

38

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

პრემიერი მართვის ცენტრში მავნებელთან ბრძოლის შედეგებს გაეცნო

16.08.2019 / 16 აგვისტო 2019
პრემიერი მართვის ცენტრში მავნებელთან ბრძოლის შედეგებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი დაათვალიერეს.

მთავრობის მეთაურმა შტაბის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო მავნებელთან ბრძოლის პროცესში გამოყენებული საშუალებებისა და მეთოდების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვან წვლილს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებაში და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

აღინიშნა, რომ აშშ-ის მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სამოქმედო პროგრამა. USAID-ის პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა მავნებლის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შარშან ივნისში გადაეცა 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი საშუალებები, ხოლო წელს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს – 45 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა.

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, წელს აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, შექმნილია გზავნილების სისტემა და სპეციალური ვებგვერდი; ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება მოსახლეობასთან შეხვედრები და აქტიური საინფორმაციო კამპანია; მოსახლეობასთან კარდაკარ გამართულ შეხვედრებზე გასული წლის შემოდგომიდან ჩართულია სახელმწიფო რწმუნებული. ასევე ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულები არიან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები; სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების ტერიტორიები, მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები.

მთავრობის მეთაურმა სამინისტროს დაავალა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაგრძელდეს მანამ, ვიდრე მავნებელი საბოლოოდ არ დაექვემდებარება კონტროლს, ასევე ყურადღება გამახვილდეს სოკოვან დაავადებებზეც, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის მეთხილეობის დარგს.

Banner 1
წინა პოსტი

სოფელ ჭითაწყარში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

შემდეგი პოსტი

სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ხელისუფლების წარმომადგენლები მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ

ხელისუფლების წარმომადგენლები მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ

მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სამეგრელოში სამუშაო შეხვედრები გამართა

მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სამეგრელოში სამუშაო შეხვედრები გამართა

ჩხოროწყუს მერი ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს გაეცნო

ჩხოროწყუს მერი ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს გაეცნო

დღის ამბები

აბაშაში სახალხო დღესასწაული გაიმართა

8 ოქროს, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო - რა შედეგებით დაბრუნდნენ აბაშელი სპორტსმენები საქართველოში

ზუგდიდში პროექტი Tech4Tourism დასრულდა - გამარჯვებულ გუნდს 10 000 ლარი გადაეცა

შამგონაში ავტომანქნას ცეცხლი წაეკიდა - გარდაცვლილია მამაკაცი

ბექა ვაჭარაძე: „ჩენი ახალგაზრდა სპორტმენების წარმატებები განსაკუთრებით საამაყოა და გვაძლევს საფუძველს, გვჯეროდეს, რომ წინ კიდევ უფრო დიდი მიღწევები გველოდება“