ანაკლიის სანაპიროზე ფესტივალი Echowaves მიმდინარეობს [ვიდეო]
![ანაკლიის სანაპიროზე ფესტივალი Echowaves მიმდინარეობს [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2F1sJNsVhEwEo%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)
უკვე მეორე დღეა ანაკლიის სანაპიროზე ფესტივალი Echowaves მიმდინარეობს. წუხელ განახლებულ სცენაზე მსოფლიოში განთქნულმა დიჯეებმა დაუკრეს, მათ შორის იყვნენ ნინა კრავიცი და ეტაპ კაილი.
ფესტივალი Echowaves-ი ანაკლიის სანაპიროზე წელს უკვე მეორედ იმართება და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ტურისტებისთვის მიმზიდველი ღონისძიების ჩატარებაა.
გასულ წელს ანაკლიას ფესტივალის ფარგლებში, 70-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ სტუმრები ხოლო საერთაშორისო მედიაში 27 000 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტყო საქართველოსა და ფესტივალის შესახებ. Echowaves , 2014 და 2018 წლების ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება.




![ანაკლიაში ფესტივალი Echowaves-ი დასრულდა [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2F46Anjj_sMEY%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)

