საავადმყოფო, რომლის რეკონსტრუქციაც ჩინეთში 2 დღის წინ დაიწყო, უკვე გაიხსნა

ჩინეთის ქალაქ უხანთან 2 დღეში ახალი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია დასრულდა, კლინიკა კორონავირუსით დაინფიცირებულების სამედიცინო დახმარების მიზნით გაიხსნა. როგორც The Daily Mail-ი წერს, 48 საათის განმავლობაში მშენებელთა და მოხალისეთა ჩართულობით, 1000-საწოლიანი კლინიკა ცარიელი შენობის რეკონსტრუირების შედეგად გამართეს.
The Dabie Mountain Regional Medical Centre – ასე ჰქვია ჰოსპიტალს. იგი უხანიდან 75კმ-ში მდებარე ქალაქ ჰუანგანგშია.
საავადმყოფოს 1000 პაციენტის მიღება შეუძლია. პირველი პაციენტები კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. შენობაში უკვე შეყვანილია ელექტროენერგია, წყალი და ინტერნეტი.
აღსანიშნავია, რომ ჰუანგანგის მოსახლეობა 7,5 მლნ-ია. ამ ქალაქშიც კარანტინია გამოცხადებული.





![2019 წლის შესახვედრად წინასაახალწლო სამზადისი ზუგდიდში უკვე დაიწყო [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2018%2F12%2F%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98.jpg&w=3840&q=75)
