ჯუმბერ იზორია: “ქართული ოცნება” უალტერნატივოა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს

ბატონო ჯუმბერ, თქვენი ბიოგრაფიიდან ვიგებთ რომ თქვენ აქტიურად იბრძოდით ყველა იმ ომში რომელშიც დამოუკიდებელი საქართელო მონაწილეობდა, რა იყო ის მთავარი მიზეზი რამაც ამ ნაბიჯისკენ გიბიძგათ?
ერთმნიშვნელოვნად სიყვარული, ჩემი სამშობლოს და ხალხის. შეუძლებელია გიყვარდეს სამშობლო და მზად არ იყო მის გამო გაიღო ის მთავარი რაც უფლისგან გებოძა, სიცოცხლე რომელიც ასე ძვირფასია, მაგრამ საკუთარ სიცოცხლეზე წინ ყოველთვის დგას სამშობლო, შენი ქვეყანა. ალბათ იშვიათაია ადამიანი რომელსაც მსგავსი ბედი არგუნა ღმერთმა, სამ ომში სამაჩაბლოში,აფხაზეთში და აგვისტოს ომის დროს საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიცავდი ჩემი ქვეყნის ღირსებას, იარაღით ხელში. ეს არ იყო ადვილი მაგრამ როდესაც საქმე სამშობლოს დაცვას ეხება იქ არ უნდა არსებობდეს უკან დასახევი გზა. სანამ სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომი იქნებოდა მანამდე ვმონაწილეობდი ავღანეთის ომში, სადაც სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან მოვხვდი, მართალია ეს იყო სხვისი ომი მაგრამ მაშინაც ვთვლიდი რომ ჩემს უკან იდგა ჩემი საქართველო და ჩემი ხალხი, ავღანეთის ომში მიღებული გამოცდილება გამომადგა ჩემი ქვეყნის დაცვაში… ემოციურად ყველაზე რთული აფხაზეთის ომი იყო, რადგან ჩემი სტუდენტობის წლები სწორედ აფხაზეთს უკავშირდება. აფახაზეთი ისტორიულად ყოველთვის იყო საქართველოს ნაწილი და მჯერა რომ ისტორიული კანონზომიერება აღდგება და ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, თუმცა ამისთვის თავდაუზოგავი მუშაობა დაგვჭირდება.
შემდგომ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა, სამოქალაქო დაპირისპირება, განუკითხაობის და ქაოსის წლები?
რთული წლები იყო ნამდვილად, სამოქალაქო ომმა უდიდესი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით კი სამეგრელოს.. სრული განუკითხაობა, ქაოსი, კრიმინალების თარეში და ეს ყველაფერი უკიდურესი გაჭირვების ფონზე… თუმცა მაშინაც დიდი ენთუზიაზმით ვებრძოდი კრიმინალს, 24/7 გვიწევდა მუშაობა რათა დაგვეცა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, რთული პერიოდი იყო, გახსენებაც არ მინდა. მას შემდეგ რაც ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდა კრიმინალმაც იკლო, 2012 წლიდან მოყოლებული 7 წელი ვიმუშავე ჩხოროწყუს რაიონული სამართველოს უფროსად.
პოლიციაში მუშაობის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყოველ წელს კლებულობდა დანაშაული, განსაკუთრებით ბოლო ხუთი წელი არ ყოფილა მძიმე დანაშაული, რასაც ყაჩაღობა და ძარცვა ჰქვია რითაც ძალიან ვამაყობ, ეს იყო ჩემი კოლექტივი დამსახურება, უდიდესი მადლობა მათ და მათ ოჯახებს.
სულ ახლახანს გახდით საქართველოს პარლამენის წევრი, რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს ახალ სამსახურში?
30 წელზე მეტი ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას… არც ერთ სამსახურში არ მიმუშავია საკუთარი კომფორტისთვის, მითუმეტეს არც პარლამენტში შევსულვარ საკუთარი კომფორტის მოსაწყობად, პოლიციაში მუშაობისას ვემსახურებოდი ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებს და დღესაც ვარ საზოგადოების ინტერესების დამცველი, ეს მანდატი არა მარტო ჩემი მანდატია არამედ იმ ხალხის მანდატია რომელმაც მე და ჩემს პოლიტიკურ გუნდს მხარი დაგვიჭირა, მე მათ ამირჩიეს იმისთვის რომ ვემსახურო ხალხს, მათი გსაჭირი მივიტანო იქ სადაც შეუძლიათ ამის მოგვარება… ბუნებრივია დიდი პასუხისმგებლობაა იყო ქვეყნის უმაღლესი საკანამდებლო ორგანოს წევრი,ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, თუმცა ჩემი წარსული ცხოვრება და დაგროვილი ის დიდი გამოცდილება რომელიც გამაჩნია მაძლევს იმის საშუალებას რომ ღირსეულად ვატარო ეს პასუხისმგებლობა.
მას შემდეგ რაც გახდით საქართელოს პარლამენტის წევრი აქტიურად ხვდებით მოსახლეობას, რა არის ის მთავარი პრობლემა რომელიც დღეს აწუხებს მოსახლეობას სამეგრელოს რეგიონში?
საზოგადოებამ იცის რომ სამეგრელოში და კონკრეტულად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მთავარი შემოსავლის წყარო არის თხილის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, თუმცა ფაროსანამ და სხვა დავადებებმა ფაქტობრივად საფრთხე შეუქმნეს თხილის კულტურას სამეგრელოში, რომ არა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და მასობრივი შეწამვლა დღეს თამამად შემიძლია გითხრათ რომ თხილის კულტურა სამეგრელოში ფაქტობრივად არ იარსებებდა, მე აქტურად ვარ ჩართული სოფლის მეურნეობაში, როცა თვისუფალი დრო მაქ ვეხმარები ჩემს მეუღლეს საოჯახო საქმიანობაში, მეც ისევე ვცხოვრობ როგორც რიგითი ჩხოროწყუელი, ამიტომ ის პრობლემები რომელიც საზოგადოებას აწუხებს ჩემთვისაც ცნობილია… ასევე მთავრი პრობლემა არის უმუშევრობა, თუმცა ეს გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, დასაქმების კუთხითაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ინფრასტრუქტურული პროექტებში რომლებიც ხორციელდება რეგიონში ძირითადად დასაქმებულები არიან ადგილობრივები, თუმცა ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ უმუშევრობის დონემ დაიწიოს ქვეყანაში.
სანამ ინტერვიუსთვის ჩასაწერად მოვიდოდი, ვიკითხე თქვენს შესახებ ჩხოროწყუში, ამბობენ რომ თქვენი შემოსავლის დიდ ნაწლის ქველმოქმედებაში ხარჯავთ? მაგალითათ აფინანსებთ ეკლესია_ მონასტრებს, სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ბავშვთა დღის ცენტრს ეხმარებით ფინანსურად?
არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. ზოგადად ადამიანს თუ შეუძლია აკეთოს სიკეთე და დაეხმაროს მეორე ადამიანს მან ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს. ყველაზე მეტად მსიამოვნებს როცა ადამიანს ვეხმარები შეძლებისდაგვარად…
როგორც თქვენი დეკლარაციიდან ვიგებთ, თქვენ საკუთრებაშია თბილისში, გლდანის I მ/რ მდებარე ბინა, რომლის ფართია 32 კვ, სადაც როგორც გავიგე ცხოვრობთ სტუდენტებთან ერთად, ეს ასეა ნამდვილად?
დიახ. აღვნიშნე კიდევაც რომ, მეც ისევე ვცხოვრობ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, ეს ბინა 1996 წელს შევიძნე, თუმცა რადგან ჩხოროწყუში ვმუშაობდი და ვცხოვრობდი, თბილისში არც თუ ხშირად მიწევდა ჩამოსვლა, ამ ბინაში ცხოვრობდნენ სტუდენტები, ჩემი ნათესავები, მეგობრის შვილები და ა.შ. დღესაც ცხოვრობენ სტუდენტები ამ ბინაში, მიხარია რომ ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს ვუმსუბუქებ იმ ფინანსურ ტვირთს რომელიც თბილისში ცხოვრებასთნ არის დაკავშირებული.
2020 არჩევნები ახლოვდება, რა მოლოდინები გაქვთ? ვიხილავთ თუ არა ჯუმბერ იზორიას მომავალ პარლამენტში?
ვფიქრობ ქართული ოცნება უალტერნატივოა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ საზოგადოება გაკეთებს არჩევანს დემოკრატიულ არჩევნებში თუ ვის ანდობს ქვეყნის მმართვას მომდევნო ოთხი წლის მანძილზე. რაც შემეხება მე და ჩემს პოლიტიკურ მომავალს ამის შესახებ კომენტარს ამ ეტაპზე არ გავაკეთებ..
მსგავსი სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, დასჯამ და სანქცირებამ უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა და ვერც იმუშავებს, საზოგადოება უფრო ღიზიანდება განცხადებებით, რომელიც არაკორექტულია და ძალიან ხშირად, ობიექტურობას სცილდება

თეიმურაზ მალანია: ჯუმბერ იზორია ყურადღებიანი და მზრუნველია საკუთარი ხალხის მიმართ და სწორედ ამიტომ, საპასუხოდაც იმავეს იღებს




