ჩხოროწყუს მერიაში გამართულ შეხვედრაზე კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები განიხილეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნინო ჯომიდავა. შეხვედრაზე განიხილეს კორორონავირუსთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ჩხოროწყუში არსებულ ვითარებაზე და COVID 19- ის შესაძლო გავრცელების პრევენციის კუთხით მუნიციპალიტეტში გასატარებელ ღონისძიებებზე.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე COVID 19 -თან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და COVID-19 -ით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის მოაგილე ვალერი თოდუა ხელმძღვანელობს.
მუნიციპალიტეტში ასევე დაწყებულია მოხალისეთა ჯგუფის დაკომპლექტება, რომლებშიც გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია. რეგისტრაცია შესაძლებელია მუნიციპალიტეტში არსებული ცხელი ხაზის მეშვეობით.
საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის ნომერზე,ელექტრონულ მეილზე, ასევე მოგვწერონ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე:
☎ ცხელი ხაზი: 599856577; 599856565; 599850175; ? ელ.ფოსტა: info.gamgeoba@gmail.com ? Fb: https://bit.ly/2W9iFOr #StopCov






