stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

რეკლამა

ფოთში, COVID-19- ის პრევენციის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება

03.04.2020 / 3 აპრილი 2020
ფოთში, COVID-19- ის პრევენციის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება

?1 თვეზე მეტია საქართველო ახალი კორონა ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებაზე მუშაობს. 26 თებერვალს ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც მყისიერი რეაგირება მოყვა როგორც ქვეყნის, ისე ჩვენი ქალაქის ხელისუფლების მხრიდან.
ფოთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისათვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.
⏺2 მარტიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში. სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდა საქალაქო ტრანსპორტში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადმინისტრაციულ შენობებში, სავაჭრო ობიექტებში. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში. სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს.
⏺ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის სასადილო გადავიდა შინ მიტანის სერვისზე. სასადილოს 300 ბენეფიციართან ერთად, მოხალისეებს საკვები პროდუქტი ბინაზე მიაქვთ სოციალურად დაუცველებთან, მრავალშვილიან ოჯახებთან, თვითიზოლაციაში მყოფ და რისკ ჯგუფის მოქალაქეებთან. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტი სასურსათო ამანათის სახით დაარიგა აღსაზრდელთა ოჯახებზე.
⏺მოხალისეები მონაწილეობენ ვირუსის შესახებ საინფორმაციო კამპანიაში, ბანკების ფილიალებთან და ბანკომატებთან, აგრეთვე სასურსათო მაღაზიებთან მოქალაქეთა რიგების მოწესრიგებაში. მოსახლეობას ურიგდება რეკომენდაციები, დღის საათებში მოხალისეები ავტომანქანებიდან აფრთხილებენ მოქალაქეებს დაემორჩილონ საგანგებო რეჟიმის რეგულაციებს და დარჩნენ სახლში.
⏺ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილეები ჩართული არიან ყოველდღიურად აგრარული ბაზარსა და სასურსათო მაღაზიებში, რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგში.
⏺31 მარტიდან ქალაქ ფოთში ორივე შემოსასვლელში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები. სამხედრო სამედიცინო პერსონალი აწარმოებს მოქალაქეების თერმოსკრინინგს. სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება სატრანსპორტო საშუალებები. ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო დახმარების მანქანაც.
⏺ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში,დავიცვათ რეკომენდაციები,გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი.
⏺ჩვენს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაკავშირება.

Banner 1
წინა პოსტი

ეპარქიაში შემავალ ყველა ტაძარში მსახურება დაიწყება 4 საათზე

შემდეგი პოსტი

სენაკში აგრარული ბაზრის დახურვას აპროტესტებენ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ფოთში, COVID -19-ის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში, COVID -19-ის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში, COVID -19-ის 29 ახალი და ერთი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში, COVID -19-ის 29 ახალი და ერთი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

ახალი კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები ტარდება ფოთში

ახალი კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები ტარდება ფოთში

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა