stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

სამეგრელოს გუბერნატორი: მეჩაიეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი რეგიონისთვის

05.05.2020 / 5 მაისი 2020
სამეგრელოს გუბერნატორი: მეჩაიეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი რეგიონისთვის

ჩაის კრეფის სეზონი წალენჯიხაში აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში 40 ადგილობრივი უკვე დასაქმებულია და ყოველდღიურად 25-40 ლარამდე გამოიმუშავებს, დასაქმებულთა რიცხვი მიმდინარე თვეს მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 120-მდე გაიზრდება. ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესი სოციალური დისტანციის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

კომპანია ,,ლაზი“, რომელიც 300 ჰექტარზე ჩაის პლანტაციას ამუშავებს და წელს 160 ტონამდე პროდუქციის წარმოებას გეგმავს სეზონს განახლებული ტექნოლოგიებით ხვდება. კომპანიამ სახელმწიფოსგან პროექტ ,,ქართული ჩაის“ ფარგლებში უსასყიდლოდ 47 ათასი ლარის ღირებულების თანამედროვე აპარატურა მიიღო, რისი დახმარებითაც უმაღლესი ხარისხის მწვანე ჩაის მომხმარებელს წელს პირველად შესთავაზებს.

ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესს დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან და მოადგილეებთან ერთად გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებულმა, დარგის მნიშვნელობაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე ისაუბრა.

,,მეჩაიეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი რეგიონისთვის. ძალიან სასიხარულოა, რომ რომ დღეს მიმდინარეობს აქტიური სამუშაო პროცესი. როგორც მინდვრად, ასევე თვით ჩაის ფაბრიკებიც მუშაობენ იმ რეკომენდაციების დაცვით, რაც არის გათვალისწინებული, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. დარგი ნელა-ნელა ძლიერდება, იკრებს ძალებს, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. სახელმწიფო თავის მხრივ რა თქმა უნდა ცდილობს ხელი შეუწყოს ამ დარგის აღორძინებას” – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

კომპანია ლაზი მიმდინარე სეზონზე 160 ტონამდე პროდუქციის წარმოებას აპირებს, აქედან 50 ტონა უმაღლესი ხარისხის მწვანე და შავი ჩაი იქნება. ჩაის გადამუშავების შემდეგ მისი დაფასოება ადგილზევე ხდება. წარმოებული ჩაით კომპანია ლაზი ეროვნულ ბაზართან ერთად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსაც ამარაგებს.

ალექსანდრე მოწერელიამ დღესვე წალენჯიხაში ჩაის ახლად რეაბილიტირებული პლანტაციაც დაათვალიერა, რომელიც 6,5 ჰექტარს მოიცავს. აივენგო შანავამ ჩაის ნაკვეთის რეაბილიტაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეძლო.

Banner 1
წინა პოსტი

ერთად გავამწვანოთ ზუგდიდი – ზუგდიდის საკრებულოს ახალი ინიციატივა

შემდეგი პოსტი

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა

ირაკლი ჩიქოვანი: სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ეწოდება „ევროპული სახელმწიფო“ არის ამბიციური და მნიშვნელოვანი განაცხადი ჩვენი სახელმწიფოსთვის

ირაკლი ჩიქოვანი: სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ეწოდება „ევროპული სახელმწიფო“ არის ამბიციური და მნიშვნელოვანი განაცხადი ჩვენი სახელმწიფოსთვის

დავით კოდუა აბიტურიენტებს: დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი თაობა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მთელი საქართველოსთვის არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევისა და წარმატების სათავეში იქნება

დავით კოდუა აბიტურიენტებს: დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი თაობა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მთელი საქართველოსთვის არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევისა და წარმატების სათავეში იქნება

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა