stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არსებული პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ"

ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არსებული პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ"

12 ოქტომბერი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

140

ამბები სამეგრელოდან

1736

ამბები სვანეთიდან

104

არჩევნები

355

ახალი ამბები

4372

დღის ამბები

2739

დღის ფოტო

86

ეკონომიკა

135

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

26

კულინარია

9

კულტურა

331

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

932

რეკლამა

697

საზოგადოება

234

სამართალი

187

სპორტი

243

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

38

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

მოწერელია: ,,CPMR“-ში გაწევრიანება არის შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ საზღვაო, ტურიზმის, ეკონომიკის და ეკოლოგის მიმართულებებით

16.05.2020 / 16 მაისი 2020
მოწერელია: ,,CPMR“-ში გაწევრიანება არის შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ საზღვაო, ტურიზმის, ეკონომიკის და ეკოლოგის მიმართულებებით

სამეგრელო-ზემო სვანეთის საზღვაო რეგიონების კავშირ ,,CPMR“ -ში (Conference of peripheral maritime regions) გაწევრიანების შემდეგ, მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია იმ სარგებელზე საუბრობს რასაც რეგიონი ორგანიზაციაში გაწევრიანებით მიიღებს:

„CPMR“-თან თანამშრომლობა, ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას გავხდეთ თანაზიარი ევროკავშირის იმ ქვეყნების პროექტებისა, რომელიც ხორციელდება საზღვაო საქმიანობის, ეკონომიკის, ეკოლოგიის და ტურიზმის მიმართულებებით. ორგანიზაციასთან ვითანამშრომლებთ, სოფლის მეურნეობის კუთხით ახალი ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით, მათ შეუძლიათ გაგვიწიონ დახმარება ნარჩენების მართვის კუთხით და ამ სფეროშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს კავშირი. ჩვენ რა თქმა უნდა ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ტურიზმის მიმართულებით და ამ საკითხზე კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ,,CPMR“ გვაძლევს საშუალებას გავიზიაროთ მისი წევრი რეგიონების საუკეთესო პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი რეგიონის კონკურენტუნარიანობას და განვითარების დონეს“ – აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.

სამეგრელო-ზემო სვანეთი ,,CPMR”-ის პოლიტიკური ბიუროს სრულუფლებიანი წევრი გახდა. რეგიონის წარმომადგენლობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეხვედრებში. წევრ რეგიონებს ასევე უფლება აქვთ გაწევრიანდნენ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობს.

,,CPMR“ წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. „CPMR“ მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას. ,,CPMR“ არის ევროპული ინსტიტუტების პარტნიორი და ეხმარება რეგიონებს პროექტების შემუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებაში. აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა 1973 წელს და ორიენტირებულია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული მმართველობა, ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება, სამეზობლო და საზღვაო პოლიტიკა. ,,CPMR“-ს დიდი წვლილი შეაქვს რეგიონული განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში. ის მუდმივად მხარს უჭერს რეგიონების როლის გაძლიერებას ევროპულ მმართველობაში.

ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ,,შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან“ (BSEC), ,,შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრთან“ (ICBSS) და ,,საზღვაო ინსტიტუტების შავი ზღვის ასოციაციასთან“ (BSAMI). ორგანიზაციის წევრები არის საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ესტონეთის, უკრაინის, ბულგარეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების საზღვაო რეგიონები.

გასული წლის ოქტომბერში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ,,CPMR“-ის 47-ე გენერალურ ასამბლეას დაესწრო. საერთაშორისო კონფერენცია იტალიაში, კერძოდ კი პალერმოში გაიმართა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და „CPMR“-ის თანამშრომლობა, რასაც საბოლოოდ რეგიონის ორგანიზაციაში გაწევრიანება მოყვა.

Banner 1
წინა პოსტი

ხეთაში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შემდეგი პოსტი

ფახულანისა საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია – „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი იყო და არის სოფლის მხარდაჭერა და სოფელზე ზრუნვა

ალექსანდრე მოწერელია – „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი იყო და არის სოფლის მხარდაჭერა და სოფელზე ზრუნვა

ალექსანდრე მოწერელია – მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის განვითარება, ნიშნავს ოჯახებში გაზრდილ შემოსავალს და ეკონომიკის განვითარებას მუნიციპალიტეტში

ალექსანდრე მოწერელია – მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის განვითარება, ნიშნავს ოჯახებში გაზრდილ შემოსავალს და ეკონომიკის განვითარებას მუნიციპალიტეტში

ვინ არის ალექსანდრე მოწერელია და ვინ დაუჭირა მხარი სამეგრელოს გუბერნატორობაზე?

ვინ არის ალექსანდრე მოწერელია და ვინ დაუჭირა მხარი სამეგრელოს გუბერნატორობაზე?

დღის ამბები

ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არსებული პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ"

სოფელ მუხურში „ლაშაობა“ აღინიშნა

აბაშაში ნინოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

დევნილებისთვის | რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲙᲝᲑᲐᲮᲘᲫᲔ: ᲛᲘᲕᲘᲦᲔᲗ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲐ 70 ᲬᲚᲐᲛᲓᲔ ᲐᲡᲐᲙᲘᲡ ᲞᲔᲜᲡᲘᲝᲜᲔᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲜᲙᲣᲗᲕᲜᲘᲚᲘ ᲞᲔᲜᲡᲘᲐ, ᲜᲐᲪᲕᲚᲐᲓ ᲘᲜᲓᲔᲥᲡᲐᲪᲘᲘᲡ ᲬᲔᲡᲘᲗ ᲒᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲣᲚᲘ 20 ᲚᲐᲠᲘᲡᲐ, ᲒᲐᲕᲖᲐᲠᲓᲝᲗ 45 ᲚᲐᲠᲘᲗ