სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მაშ შორის 2 ბავშვია

- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მაშ შორის 2 ბავშვია. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალმა BMW-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძე აცხადებს, ერთ-ერთ დაშავებულ აღენიშნება მრავლობითი ტრავმები და იყო შედარებით მძიმეა დანარჩენებს კი გარეგანი დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნებათ. ,,სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე დახვდა 7 დაშავებული , მათ შორის ორი ბავშვია. საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების გამოძახება . ერთ-ერთ დაშავებულს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმები და იყო შედარებით მძიმე. ყველა მათგანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და გადაყავნილი არიან ფოთის ჰოსპიტალში,“- განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.






![სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2FJzYgtqL9EGY%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)