stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბები

“საარჩევნო ტრიუკი” – მიხეილ სააკაშვილმა დაბრუნება გადაიფიქრა?!

31.08.2020 / 31 აგვისტო 2020
“საარჩევნო ტრიუკი” – მიხეილ სააკაშვილმა დაბრუნება გადაიფიქრა?!
  • „მე ვბრუნდები“ – ამ შინაარსით ვიდეო მიმართვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირას გაავრცელა.

დღეს კი სააკაშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინაში მის საქმიანობას უკავშირდება და დაწერა, რომ უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭო აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

„ბევრი საინტერესო ადამიანი იწყებს ჩვენთან მუშაობას“ – წერს სააკაშვილი.

მისი ეს განცხადება ქართველი ექსპერტების ნაწილს აფიქრებინებს, რომ სააკაშვილის მიმართვა საქართველოში დაბრუნების შესახებ არარეალური იყო, ან ყოფილმა პრეზიდენტმა დაბრუნება გადაიფიქრა.

სააკაშვილმა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს საქმიანობის შესახებ მორიგი განცხადება ამ ქვეყანაში ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

„რეფორმების ეროვნული საბჭო იქცევა იდეების, ინოვაციებისა და გაბედული გადაწყვეტილებების დიდ საერთაშორისო მაგნიტად, რომელიც ევროპასა და აზიაში ბევრ ქვეყანას დასჭირდება. ბევრი საინტერესო ადამიანი იწყებს მუშაობას ჩვენთან.

ჩვენ შევქმნით ცალკე რეფორმის ოფისს ყველა საბჭოთა სივრცისათვის. ეს იქნება დიდებული საერთაშორისო ცენტრი, რეფორმერების იდეისა და კონსოლიდაციის გენერირება ამ უზარმაზარ სივრცეში, სადაც ასობით მილიონი ადამიანი ცხოვრობს“, – წერს სააკაშვილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილავს.

სააკაშვილის განცხადება დაბრუნების შესახებ მორიგი საარჩევნო ტრიუკი იყო – ამბობს ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

„შანსი არ არის იმის და ერთ პროცენტსაც ვერ ვხედავ, რომ მან ოდნავ მაინც მოადუნოს ყურადღება უკრაინის მიმართულებაზე, რათა არ დაკარგოს ის პოზიცია, რაც ამდენი ლოდინის და წვალების შედეგად მიიღო. გამორიცხულია, რომ ის ამას შეელიოს, თუ მას თავად არ შეელევიან.

თვეებია, რაც ის დანიშნულია ამ თანამდებობაზე და ჯერჯერობით რაიმე ხელშესახებ შედეგებს ვერც ჩვენ ვხედავთ და ვერ უკრაინელები. იყო დაპირებები ასტრონომიულ ინვესტიციებთან და დახმარებებთან დაკავშირებით დასავლეთის მხრიდან, ჯერჯერობით ესეც არ ჩანს.

მისი თანამოაზრე ვარშალომიძე ჩამოვიდა და ინფორმაციები ვრცელდება, რომ საინვესტიციო ფონდი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა ამ ხუთი თვის განმავლობაში უმოქმედოდ იყო და არაფერი გაუკეთებიათ. ოფისის შესახებაც ვერ გააფორმეს ხელშეკრულება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოფისი გამოუყო კულტურის სამინისტრომ, გაარემონტა და ისევ უკან წაიღო. ამის გამო შეხლა-შემოხლაც მოსვლია უკრაინის ხელმძღვანელობასთან. დროში ემთხვევა ის, რომ იქ მომხდარი შელაპარაკებების შემდეგ, რამდენიმე დღეში ვარშალომიძე ბრუნდება საქართველოში.

მინდა ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი, სულაც არ მიხარია ჩვენი თანამემამულეების წარუმატებლობა ქვეყის გარეთ და მათი გაქილიკება…

რაც შეეხება სააკაშვილის დაბრუნებას, მას არც უფიქრია დაბრუნებაზე. ძალიან კარგად იცის, რომ 12 პროცენტიანი პარტია მას საქართველოში დაბრუნების რეალობას ვერ შეუქმნის.

როცა წინა ვიდეო გამოაქვეყნა მაშინაც კი არ ფიქრობდა ის ჩამოსვლაზე. მან ეს ვიდეო ფანების გასააქტიურებლად გამოაქვეყნა. ის ვიდეო, რომელიც მან გამოაქვეყნა ძალიან არასერიოზული იყო.

ადრე ერთი პლუსი რაც ჰქონდა, ეს იყო პიარის ცოდნა და ეს კი პირიქით იყო ნათელი მაგალითი თუ როგორ არ უნდა გააკეთო“,- აცხადებს ამირან სალუქავაძე.

Banner 1
წინა პოსტი

ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შემდეგი პოსტი

ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება და ძლიერი ქარი – 1- 4 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

მიხეილ სააკაშვილი – გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ

მიხეილ სააკაშვილი – გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ

დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან – 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ

დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან – 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა