ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში პროექტები აქტიურად ხორციელდება

- ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ნოჯიხევში მოსაცდელის მშენებლობის და საგვიჩიოს საჯარო სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაციის პროცესს,ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნო.
სველი წერტილების რეაბილიტაციაზე 32654 ლარი, ხოლო მოსაცდელის მშენებლობაზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“ 11 640 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
მსგავსი სიახლეები

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პერიოდული შეკეთების სამუშაოები ორ მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს




