რომან თოლორდავა: რეპორტაჟი ჩემზე აგებული იყო ფაქტების სრულ დამახინჯებაზე

- ფოტოგრაფი რომან თოლორდავა სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “TV პირველის” ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის დაშინებას, მუქარას და შანტაჟს არ ექვემდებარება.
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ამ წუთას გავიდა TV Pirvel-ზე რეპორტაჟი ჩემზე, რომელიც აგებული იყო ფაქტების სრულ დამახინჯებაზე და წარმოდგენდა კარგ მაგალითს როგორი არ უნდა იყოს მსგავსი ტიპის რეპორტაჟი, ვინც მე მიცნობთ, კარგათ იცით რომ დაშინებას, მუქარას და შანტაჟს არ ვექვემდებარები, თავდაცვაც შემიძლია სხვების დახმარების გარეშე და ნებისმიერ ინციდენტზე სამართლებრივ რეაგირებასაც მივიყვან ბოლომდე. ჟურნალისტიკა უპირველესად უნდა ემსახურებოდეს რეალობის და ობიექტურობის შერწყმას და არა ტენდენციური სიუჟეტების მომზადებას მავანთა შეკვეთების შესასრულებლად !!! ასე რომ ჩემო მეგობრებო ყველაფერი კარგადაა და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ ჩემს ფოტოგარაფიულ საქმიანობას !!!!”-წერს სოციალურ ქსელში რომან თოლორდავა.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: „ბი-ბი-სისთვის“ შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია

ირაკლი ჩიქოვანი – საჩივრები იწერებოდა მხოლოდ რაოდენობისთვის, ეს იყო დაკვეთა, საჩივრების აბსოლუტურ უმრავლესობაში არ იყო პრეტენზიის არსი განსაზღვრული




