stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ევროკავშირში წარსადგენ პროექტებზე იმსჯელეს

27.09.2018 / 27 სექტემბერი 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ევროკავშირში წარსადგენ პროექტებზე იმსჯელეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება, უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით” საჯარო კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრაზე ევროკავშირში წარსადგენ პროექტებზე იმსჯელეს.

საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაიამ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა და არასამთავრობო სექტორმა მიიღეს.

ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონონათვალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და პოლონელი ექსპერტების თანამშრომლობით, საჭიროებათა შეფასებების, ევროკავშირის სტანდარტების და საქართველოს 2018-2021 წლების რეგიონულოი განვითარების პროგრამებზე დაყრდნობით შემუშავდა. ევროკავშირის მიერ შედგენილი კრიტერიუმების შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რამდენიმე განსახორციელებელი პროექტის პორტფოლიო მომზადდა. პორთფოლიოს მომზადებასა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მერიის, საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

პროექტში ასევე ჩართული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია. პროექტის ფარგლებში ქართული მხარის წარმომადგენლებმა შეხვედრები პოლონეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ევროკავშირის სატრანსპორტო ცენტრისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართეს.

შეხვედრის დასასრულს მაიზერ ნანავამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პოლონელ ექსპერტებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. მუნიციპალიტეტის მერია პროექტების შერჩევის შემდეგ, გამოცდილი ექსპერტების დახმარებით შეიმუშავებს დეტალურ პროექტს და ევროკავშირს წარუდგენს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი “ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება, უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით” ხორციელდება პოლონეთის ინვესტიციების და ეკონიმიკის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის.

Banner 1
წინა პოსტი

გიგა მაქარაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად ენგურის ხიდთან საპროსტესტო აქცია გამართა

შემდეგი პოსტი

სამეგრელოს გუბერნატორმა ზუგდიდის საკრებულოში დახურული შეხვედრა გამართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში “ზუგდიდის ქალთა კლუბი” დაფუძნდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში “ზუგდიდის ქალთა კლუბი” დაფუძნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დაიწყო

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა