stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

27 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1680

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2673

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ახალგაზრდობის სააგენტომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თავისი სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების – „მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა“ – განხორციელება დაიწყო

07.10.2020 / 7 ოქტომბერი 2020
ახალგაზრდობის სააგენტომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თავისი სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების – „მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა“ – განხორციელება დაიწყო
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას, ახალგაზრდობის სააგენტოსა და ა(ა)იპ „კავშირი მშვიდობისა და განვითარების აკადემიას“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ახალგაზრდობის სააგენტო, თავისი სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, ამ რეფორმის ერთ-ერთ მიმართულებას – ,,მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა” – 11 საპილოტე მუნიციპალიტეტთან ერთად, წელს დამატებით დანერგავს 4 მუნიციპალიტეტში, მათ შორის – ჩხოროწყუში.

წელს ჩხოროწყუში, სააგენტოს რეფორმის ფარგლებში, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, დაიწყება ადგილზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომლები, რომლებსაც სააგენტო „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკებად“ გადაამზადებს.

ტრენინგების მიზანია მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ გამოცდილება შეიძინონ ახალი უნარები და კომპეტენციები, რაც მათ ხელს შეუწყობს თავიანთი საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი და APD დირექტორი მაკა სართანია პროექტის შესახებ ესაუბრნენ მუნიციპალიტეტის მერს დათო გოგუასა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს.

მუნიციპალურ ახალგაზრდულ საქმიანობას დამატებით 4 უნიციპალიტეტში ახალგაზრდობის სააგენტო მშიდობისა და განვითარების აკადემიის მხარდაჭერით ნერგავს – საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, პროექტის „გააძლიერე ცვლილებისათვის – ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის” ფარგლებში.

,,თანამედროვე საზოგადოებაში წარმატების მისაღწევად, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლება, სპეციფიკური უნარების განვითარება და ცოდნის შეძენა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფორმალური განათლების ცენზი. ქვეყანას ეფექტიანი ახალგაზრდული პოლიტიკის წარმოებისთვის სჭირდება პროფესიონალები, რომლებიც უშუალოდ ახალგაზრდების საჭიროებებზე და სპეციფიკაზე იქნებიან ორიენტირებული და პროფესიული ცოდნა ექნებათ ამ სფეროში. ამ პროექტის მთავარი მიზანი სწორედ ასეთი სპეციალისტების მომზადება და ახალგაზრდობის პრობლემებისადმი განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობაა.”- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, სააგენტო მუნიციპალურ ახალგაზრდულ პოლიტიკას საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში დანერგავს. ეს ხელს შეუწყობს ადგილზე მდგრადი და ეფექტიანი ახალაგზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

Banner 1
წინა პოსტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 26 შემთხვევა გამოვლინდა

შემდეგი პოსტი

“პორტი უნდა აშენდეს” -გიგი უგულავამ ანაკლიაში აქცია გამართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

,,მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის” რეფორმა ხობში დაიწყო

,,მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის” რეფორმა ხობში დაიწყო

,,მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის” რეფორმა სენაკში დაიწყო

,,მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის” რეფორმა სენაკში დაიწყო

ჩხოროწყუში “მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის” რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ჩხოროწყუში “მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის” რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

დღის ამბები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა

წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში