აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში კაცმა მეზობელი მაკრატლით დაჭრა

- აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში კაცმა მეზობელი მაკრატლით დაჭრა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა აბაშის საავადმყოფოში გადაიყვანა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის ბრალს აღიარებს.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





