მარტვილში დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორები სამეგრელოს გუბერნატორმა მოინახულა

მარტვილში დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების ჯანმრელობის მდგომარეობას, მარტვილის საავადმყოფოში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია გაეცნო.
სახელმწიფო რწმუნებული დაშავებულების მკურნალ ექიმებს შეხვდა და ჟურნალისტები მოინახულა.
“მომხდარი სამწუხარო ფაქტის შემდეგ დაშავდა 6 მოქალაქე, მათგან 5 მედიის წარმომადგენელია, მათი მდგომარეობა საბედნიეროდ დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე მათგანის გადაყვანა დამატებითი კვლევებისთვის მოხდება დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში” განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.




![სოფელ ხეთაში დაშავებულები სამეგრელოს გუბერნატორმა და შს მინისტრმა მოინახულა [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2FCvM0HfE3w20%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)

