მეუფე სტეფანეს ძმა: ეპარქიაში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს

ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე სტფანეს ძმამ ივანე კალაიჯიშვილმა მედიის წარმომადგენლებს მეუფის გადაწყვეტილება გააცნო. ამ წუთებში ჭყონდიდის ეპარქია მომლოცველებისთვისაც ჩაიკეტა.
როგორც მეუფის ძმა აცხადებს,დაწყებულია ეპარქიის გადაბარების პროცესი,ხოლო დედა სოსანას მიეცემა უფლება სამართალდამცველებთან ერთად შევიდეს მონასტერში 10 წუთით და გამოიტანოს პირადი ნივთები.
დედა სოსანა მიტროპოლიტ სტეფანეს შეთავაზებას არ ეთანხმება და ვინაიდან იგი გადაბარების კომისიის წევრია,ითხოვს მონასტრის სასტუმროში რამდენიმე დღით დარჩენას. ვითარებას ადგილზე სამართალდამცველები აკონტროლებენ.
მსგავსი სიახლეები

ჭყონდიდის ეპარქია მეუფე სტეფანეს მიერ მეუფე პეტრესთვის 2017 წლით დათარიღებულ წერილს ასაჯაროებს

მარიამ ქვრივიშვილი: კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა მოსახლეობის მიმართ და ამ სწორი ბალანსის დაცვას ემსახურება პროცესი, რომელიც ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს




