stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

14 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1627

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2621

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“ რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი გადასცა

11.04.2021 / 11 აპრილი 2021
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“ რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი გადასცა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, გლობალური გრანტის ფარგლებში „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“ რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი – უსასყიდლოდ გადასცა. გადაცემის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე, ზუგდიდის მერი, ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის’’ და „როტარი“ კლუბი თბილისის ხელმძღვანელობა დაესწრო.

მალხაზ თორიამ „როტარი“ კლუბის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს პანდემიის პერიოდში გაწეული მუშაობისთვის.

„რუხის კლინიკამ ერთი წლის წინ იტვირთა უზარმაზარი პასუხისმგებლობა. მაშინ როცა რეალურად დავდექით პრობლემის წინაშე, რომელიც მთელ მსოფლიოსთვის ახალი გამოწვევა იყო და არ ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, აღმოჩნდა რომ კლინიკა, სადაც ამ უხილავ მტერს გავუმკლავდებოდით და მოქალაქეების მკურნალობა იქნებოდა შესაძლებელი – რეგიონში არ გვქონდა. მაშინ ჯანდაცვის უწყების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით მიღებული იქნა გადაწყვეტილება რუხის კლინიკის გახსნის შესახებ და უმოკლეს პერიოდში აღიჭურვა ტექნიკით. მე მინდა მადლობა გადავუხადო რუხის პერსონალს, მენეჯმენტს გაწეული მუშაობისთვის, თქვენ სამედიცინო პერსონალი ხართ თანამედროვე სამყაროს გმირები, თქვენ იბრძვით წინა ხაზზე, ხშირად თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. მადლობა „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორს“, რომელმაც რუხს დღეს გადასცა თანამედროვე რენტგენის პორტატული აპარატი და მოუგვარა კლინიკას ეს საჭიროება. რუხი დღეს ემსახურება არამარტო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, არამედ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს და ამ კლინიკას მხოლოდ სამედიცინო დატვირთვა არ აქვს“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

Banner 1
წინა პოსტი

ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს 2 მუშა დაშავდა

შემდეგი პოსტი

პრემიერა ზუგდიდის თეატრის სცენაზე

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს იაპონიის საელჩომ სამედიცინო აპარატურა გადასცა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს იაპონიის საელჩომ სამედიცინო აპარატურა გადასცა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საქართველოში ყველაზე თანამედროივე, მაგნიტორეზონანსული კვლევის დიაგნოსტიკური აპარატი გადაეცა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საქართველოში ყველაზე თანამედროივე, მაგნიტორეზონანსული კვლევის დიაგნოსტიკური აპარატი გადაეცა

პრემიერ-მინისტრი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვია

პრემიერ-მინისტრი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვია

დღის ამბები

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]