stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არსებული პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ"

ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არსებული პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ"

12 ოქტომბერი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

140

ამბები სამეგრელოდან

1736

ამბები სვანეთიდან

104

არჩევნები

355

ახალი ამბები

4372

დღის ამბები

2739

დღის ფოტო

86

ეკონომიკა

135

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

26

კულინარია

9

კულტურა

331

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

932

რეკლამა

697

საზოგადოება

234

სამართალი

187

სპორტი

243

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

38

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

აფხაზეთის მთავრობა აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

17.04.2021 / 17 აპრილი 2021
აფხაზეთის მთავრობა აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ არის ორიენტირებული საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის ხარჯზე განახორციელოს დაბალხარისხიანი და იაფი სერვისების მიწოდება, – ასე ეხმაურება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აუდიტის სამსახურის ანგარიშით, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვებს, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა.

მათივე განცხადებით, უწყების მიზანია ხარისხიანი ჯანდაცვითი სერვისები ბენეფიციარების საჭიროების მიხედვით გახადოს ხელმისაწვდომი, როგორც ეკონომიური, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით.

„მიმდინარე წლის 16 აპრილს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩატარებული 2018-2019 წლების პროგრამებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიდან ამონარიდი, რომელთან დაკავშირებით სამინისტრო აცხადებს, რომ მითითებულ პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი (სატენდერო კომისიის თავმჯდომარე) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია 2019 წლის ივნისიდან. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ტენდერები პროცედურულად სწორად იქნა ჩატარებული, სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ მოქალაქეთა ამბულატორიული დახმარების პროგრამის“ სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების კომპონენტის პროგრამის ფარგლებში შპს ,,32 დენტი“-სგან შესყიდული მომსახურების საეჭვო გარემოებების გამოვლენისთანავე სამინისტრომ მყისიერად მიიღო ზომები და სახელმწიფო აუდიტის ჩატარებამდე გადააგზავნა მასალები შესაბამის უწყებაში, სადაც საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და გვეცნობება შედეგები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, 2018-2019 წლებში სამინისტროს შესყიდვების გეგმებთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შენიშვნები არ გამოუთქვამს.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თავისი საქმიანობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, არის სენსიტიური უწყება და ხშირ შემთხვევაში, დევნილი ბენეფიციარების ჯანმრთელობის პრობლემებზე დაუყოვნებლად რეაგირებს, შესაბამისად, პრაქტიკულად შეუძლებელია წინა წლის მეოთხე კვარტალში მომდევნო წელს განსახორციელებელი ყველა პროგრამის დაგეგმვა. მითუმეტეს, რომ აუდიტის დასკვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება სამინისტროს შესყიდვების გეგმას, საუბარი არ არის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და არაეფექტურად ხარჯვაზე, არამედ ყურადღება გამახვილებულია ტექნიკურ ხარვეზზე, რომელიც გამოსწორებულ იქნა აუდიტორული შემოწმების პროცესში. აღნიშნულზე ინფორმირებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში სამინისტროს შესყიდვების გეგმებთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შენიშვნები არ გამოუთქვამს.

აუდიტის ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით შედგა გაფართოებული და ხანგრძლივი online-შეხვედრა აუდიტორებთან. პუნქტობრივად ყველა შეკითხვას ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხი გაეცა, ახსნილი იქნა არსებული გარემოებები და მუშაობის თავისებურებები, რითაც ფაქტობრივად გაბათილდა აუდიტორთა წინასწარი მოსაზრებები.

ელექტრონული ტენდერების მეშვეობით მომსახურების შესყიდვა საბიუჯეტო თანხების ეკონომიის საშუალებას იძლევა. სამინისტრო იცავს მოქმედი კანონმდებლობის, არსებული რეგულაციების მოთხოვნებს, სოციალური სამართლიანობის და სოლიდარობის, აფხაზეთის მოსახლეობის მაქსიმალური მოცვის პრონციპებს. მეორეს მხრივ, საქართველოს ჯანდაცვისგან განსხვავებულ სერვისებს აწვდის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას, რაც თავისთავად, განაპირობებს ობიექტური რისკების არსებობას და აისახება დაგეგმილი პროგრამების განხორციელებაზე. სამინისტროს მთავარი „დივიდენდი“ და შეფასების კრიტერიუმი არის კმაყოფილი ბენეფიციარი.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამინისტრო არ არის ორიენტირებული საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის ხარჯზე განახორციელოს დაბალხარისხიანი და იაფი სერვისების მიწოდება. უწყების მიზანია ხარისხიანი ჯანდაცვითი სერვისები ბენეფიციარების საჭიროების მიხედვით გახადოს ხელმისაწვდომი, როგორც ეკონომიური, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით“, – ნათქვამია აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Banner 1
წინა პოსტი

ანი წითლიძე: შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ

შემდეგი პოსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, პოლიციელები სცემეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მესტის მერია მაინერებთან დაკავშირებით განცხადენას ავრცელებს

მესტის მერია მაინერებთან დაკავშირებით განცხადენას ავრცელებს

ტელეიმედი ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტელეიმედი ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეპარქია ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეპარქია ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღის ამბები

ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არსებული პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ"

სოფელ მუხურში „ლაშაობა“ აღინიშნა

აბაშაში ნინოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

დევნილებისთვის | რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲙᲝᲑᲐᲮᲘᲫᲔ: ᲛᲘᲕᲘᲦᲔᲗ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲐ 70 ᲬᲚᲐᲛᲓᲔ ᲐᲡᲐᲙᲘᲡ ᲞᲔᲜᲡᲘᲝᲜᲔᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲜᲙᲣᲗᲕᲜᲘᲚᲘ ᲞᲔᲜᲡᲘᲐ, ᲜᲐᲪᲕᲚᲐᲓ ᲘᲜᲓᲔᲥᲡᲐᲪᲘᲘᲡ ᲬᲔᲡᲘᲗ ᲒᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲣᲚᲘ 20 ᲚᲐᲠᲘᲡᲐ, ᲒᲐᲕᲖᲐᲠᲓᲝᲗ 45 ᲚᲐᲠᲘᲗ