stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბები

საქართველოში პირველად ხანდაზმულთა საკითხებზე სპეციალური პორტალი შეიქმნა

19.05.2021 / 19 მაისი 2021
საქართველოში პირველად ხანდაზმულთა საკითხებზე სპეციალური პორტალი შეიქმნა

„დღევანდელი ხანდაზმულები, რომლებიც ნაკლებად არიან ნაზიარები ციფრულ ტექნოლოგიას, თითქოს მდინარის გაღმა, სხვა ნაპირას აღმოჩნდნენ“,- ამის შესახებ ფონდ „თაობის“ ხელმძღვანელი უჩა ვახანია საუბრობს და აღნიშნავს, რომ თანამედროვე ცხოვრების სტილმა და ინტერნეტის მოხმარების ზრდამ, უფროსი ასაკის ადამიანები და ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად დააშორა.  

„მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი – დაახლოებით 20% არის ხანდაზმული და სამწუხაროდ, 2050 წლისთვის უფრო რთული სურათია ნავარაუდევი,  ამ კატეგორიის ადამიანებს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ. დღევანდელი მოხუცები, რომელთან თანამედროვე ტექნოლოგიებმა სიბერეში მოუსწრო, ვერ არიან ინტეგრირებული თუნდაც ინტერნეტის სამყაროში. შესაბამისად, მათ დიდ ნაწილს არანაირი წვდომა არ აქვს ძალიან საჭირო და სასარგებლო ინფორმაციებთან. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული მათ ყოველდღიურ საჭიროებებთან – თავის მოვლასთან, ჯანსაღი კვების წესთან, სხვადასხვა დაავადების პრევენციასთან და აშ. ამ რეალობის გათვალისწინებით მივხვდით, რომ საქართველოში რაღაც ახალი არის საჭირო და მივედით იქამდე, რომ ფასდაუდებელი ვებ-პლატფორმა შევქმენით. Taoba.org.ge  –  ეს არის საქართველოში პირველი, უფროსი თაობის პორტალი და    მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ხანდაზმული მოსახლეობისთვის არის საინტერესო“,- აცხადებს უჩა ვახანია.

ფონდ „თაობის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნული პორტალის მეშვეობით,  დაინტერესებული პირები   მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჯანდაცვა და სოციალური სერვისები, სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, სხვადასხვა დაავადების პრევენცია და მართვა, ფიზიკური აქტივობა, კვება და თავის მოვლა, ასევე იურიდიული უფლებები.

„სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მომხმარებლებს, სანდო და სასარგებლო ინფორმაციასთან ერთად, რჩევებსაც შესთავაზებენ, თუ როგორ უნდა გახდეს უფროსი ასაკის ადამიანების ცხოვრება მეტად პროდუქტიული და საინტერესო“,- ამბობს ვახანია. მისივე თქმით, taoba.org.ge ღირებული რესურსი იქნება არა მხოლოდ ხანდაზმულებისთვის, არამედ მათი   ოჯახის წევრებისთვისაც; ასევე, ყველა იმ მოქალაქისთვის, ვინც ჯანმრთელ სიბერეზე ფიქრს ადრეული ასაკიდან იწყებს.

საქართველოში პირველი, უფროსი თაობის მოქალაქეებზე გათვლილი ვებ-პორტალი „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ დაფინანსებით და Bread for the World-ის მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტის მიზანია დაინტერესებულმა პირებმა ბაზისური საინფორმაციო-საკონსულტაციო საჭიროებები ონლაინ დაიკმაყოფილონ. გარდა პირდაპირი სარგებლისა, ამგვარი შესაძლებლობა გაზრდის ხანდაზმულთა მედეგობას კოვიდ-19-სა და სხვა გლობალური საფრთხეების მიმართ.

Banner 1
წინა პოსტი

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა

შემდეგი პოსტი

ჩხოროწყუში “მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის” რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

საქართველოში პირველად სენაკში ნაძვის ხე საერთო, სახალხო გათამაშებაში გამარჯვებულმა აანთო

საქართველოში პირველად სენაკში ნაძვის ხე საერთო, სახალხო გათამაშებაში გამარჯვებულმა აანთო

14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა