ალექსანრე მოწერელიას ბიურო სალომე პაპავამ დატოვა და “ქართულ ოცნებას” შეუერთდა

სამეგრელოში გიორგი გახარიას გუნდს ტოვებენ მაჟორიტარი დეპუტატის, ალექსანდრე მოწერელიას ბიუროს თანამშრომლები. ამის შესახებ ჩხოროწყუდან STV NEWS-ს სანდო წყარიომ აცნობა.
მაჟორიტარი დეოპუტატის ბიურო უკვე დატოვა ერთ-ერთმა წარმომადტგენელმა, სალომე პაპავამ და ის “ქართული ოცნების” გუნდს შეუერთდა. სალომე პაპავა აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ არის იქ, სადაც საჭიროდ ჩათვალა. სხვა კომენტარს პ[აპავა ამ ეტაპზე არ აკეთებს.
ცნობისთვის, დაახლოებით ორი თვის წინ ალექსანდრე მოწერელიას ბიურო ხელმძღვანელმა გოგა თოლორდავამაც დატოვა და ის ამჟამად “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად საარჩევნო პროცესებშია ჩართული.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





