მოქალაქეები გიორგი შენგელიას ხალხის მოღალატეს, უპრინციპოს და პლაგიატს უწოდებენ [რა იწერება ფეისბუქზე]
![მოქალაქეები გიორგი შენგელიას ხალხის მოღალატეს, უპრინციპოს და პლაგიატს უწოდებენ [რა იწერება ფეისბუქზე]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2021%2F09%2F%F0%9F%86%82%F0%9F%86%83%F0%9F%86%85-1-960x540.png&w=3840&q=75)
ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი შენგელია, რომელიც მიმდინარე წლის 17 მაისს გადადგა და კვლავ მერობა სურს, გუშინ გამართული წარდგენის შემდეგ დღეს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერილს აქვეყნებს და წერს, რომ „იყო ზუგდიდელების რჩეული – ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მე ამ ვალდებულების შესრულებას შევუდექი ნდობის მანდატის მოპოვების პირველივე დღიდან“ – თუმცა იგივე ადამიანები გიორგი შენგელიამ სამი თვის წინ ისე მიატოვა, რომ ამომრჩევლისთვის ბოდიშიც არ მოუხდია, მეტიც მან თქვა რომ პოლიტიკიდანაც მიდოდა, თუმცა გადადგომის მეორე დღიდან, გახარიას პარტიისთვის მეგობრებთან ერთად ოფისის ძიებით იყო დაკავებული.
შენგელიას დღევანდელ პოსტს მოქალაქეები ეხმაურებიან და კომენტარებში, მას ამომრჩევლის მოღალატეს და უპრინციპოს უწოდებენ.
გიორგი შენგელიამ პოსტში თავის პრიორიტეტულ პროგრამებზე ისაუბრა, შენგელიას პრიორიტეტული საკითხები იდენტურია ზუგდიდის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას მიერ მერად წარდგენის დღეს გამოქვეყნებული წერილის, წოწერიას ოფიციალური წარდგენის და მის მიერ საჯარო გამოსვლებში დაფიქსირებული პრიორიტეტებისა. ეს მსგავსება ფეისიბუქ მომხმარებლებმაც შენიშნეს და გიორგი შენგელიას პლაგიატს უწოდებენ.
ნახეთ რას წერენ მოქალაქეები გიორგი შენგელიაზე ⤵️
![მოქალაქეები გიორგი შენგელიას ხალხის მოღალატეს, უპრინციპოს და პლაგიატს უწოდებენ [რა იწერება ფეისბუქზე] - image 2](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2021%2F09%2F%25F0%259F%2586%2582%25F0%259F%2586%2583%25F0%259F%2586%2585.png&w=3840&q=75)
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს

გიორგი შენგელია – ხალხის შეცდომაში შეყვანას ჯობია ეყოთ ვაჟკაცობა და მოგვილოცონ გამარჯვება




