stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

14 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1627

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2621

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

მამუკა წოწერია: ზუგდიდი არ გახდება თანაზიარი, ავადსახსენებელ კასტილიან მანიაკთან ასოცირებულ ძალასთან

08.10.2021 / 8 ოქტომბერი 2021
მამუკა წოწერია: ზუგდიდი არ გახდება თანაზიარი, ავადსახსენებელ კასტილიან მანიაკთან ასოცირებულ ძალასთან

ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ ზუგდიდში არსებული მოვლენები ბრიფინგზე შეაფასა, როგორც მერობის კანდიდიატი აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“ მათთვის არასასურველი შედეგის დადგომის გამო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს საოლქო კომისიის წევრებზე და ზუგდიდში ცდილობს მოვლენების ესკალაციას.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი სახე, რომელმაც განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, შეტევა  საოლქო საარჩევნო კომისიისა და მისი წევრების მიმართ. დაზიანებულია საარჩევნო კომისიის ინვენტარი. რა თქმა უნდა მათი აგრესია გამოწვეულია იმ შედეგიდან, რომელიც დადგა გუშინ მე-11 საოლქო საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგად.

აქვე აღსანიშნავია, რომ გაბათილებული ბიულეტენების გადათვლის პროცედურა  ჩატარდა საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით. ესწრებოდა მას თექვსმეტივე კომისიის წევრი, აქედან 13-მა მხარი დაუჭირა გადათვლის პროცესის დაწყებას, მათ შორის  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელმა და მხოლოდ და მხოლოდ სამმა – ნაციონალური მოძრაობიდან, ლელოდან და ევროპული საქართველოდან არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. ასევე აღსანიშნავია, რომ გადათვლის შედეგად ოპოზიციურმა პარტიებსაც დაუფიქსირდათ მათ სასარგებლოდ შედეგები. მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ რაც მათ საზიანოდ უკვე წამოვიდა კონკრეტული და რეალური ხმები, რომელიც იყო ყუთში და რომელიც აფიქსირებდა ნებას ჩვენი ამომრჩევლის ეს გახლდათ მათი გაღიზიანებისა და პროტესტის მიზეზი“ – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

ზუგდიდის მერობის კანდიდატის განმარტებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხმის დათვლის პროცედურის დაწყებამდე პრეტენზია არ გამოუთქვამთ, არ დაუფიქსირებიათ არც კონვერტის ან ლუქის დარღვევაზე პრეტენზია და რეალურად დებოში მას შემდეგ ატეხეს, რაც ნახეს, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები კონვერტიდან არ ამოდიოდა:

„არცერთ მათგანს ხმის დათვლის პროცედურის დაწყებადმე ერთი პრეტენზიაც არ გამოუთქავამს, რომ კონვერტი იყო დარღვეული ან ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული. როგორც მოგეხსენებათ ამ პროცესს ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ასევე, სადამკვირვებლო მისიით არიან და არც მათგან ყოფილა რაიმე ეჭვი ან პრეტენზია დაფიქსირებული ხმის გადათვლის  პროცედურებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ „ქართული ოცნებისთვის„ მთავარია ამომრჩევლის ნება და ჩვენ დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლის ხმებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ აქვს მნიშვნელობა თუ რა აზრი გამოხატა, რა ნება დააფიქსირა ჩვენმა ამომრჩეველმა, მათთვის მთავარია მათი წარმოსახვითი ყალბი რეალობის გაფორმება“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მმართველი გუნდის ზუგდიდის მერობის კანდიდატის განმარტებით გასაკვირი არ არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი წარმომადგენლების მხრიდან სიცრუის ტირაჟირება და მათი მოტივი ერთადერთია:  

„ეს არის მათ მიერ წინასწარ დაანონსებული უმრავლესობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის მოლოდინი დაასრულა გუშინდელმა დღემ და სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა ამ სიცრუისა. რეალურად  დადგა ის შედეგი, რომელითაც ჩვენმა კანდიდატმა სოსო გოგოხიამ პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ის აფიქსირებდა ოფიციალური შედეგების გამოცხადების მომენტისთანავე, რომ მას ქონდა უპირატესობა მისი კონკურენტის მიმართ რაც დადასტურდა გადათვლების შედეგებით. დღევანდელი დღე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ქმედების შედეგი და დააკვირდით მათ ვერბალურ ნაწილს მათ ტერმინოლოგიას – „ყველანი ციხეში“. მათ ატაცებული აქვთ მათივე ბელადის ეს სლოგანია. „ნაციონალურ მოძრაობას“  ქართველი ხალხი ციხის გარდა ვერსად ვერ წარმოუდგენია. აქიდან გამომდინარე ღირსეულ პასუხს მიიღებენ 30 ოქტომბრის არჩევნებში და არც ზუგდიდის მოსახლეობა არ იქნება გამონაკლისი, რომელიც საბოლოოდ უარს ეტყვის მძიმე წარსულში დაბრუნებას და ორი ალტერნატივიდან: განვითარების, პერსპექტივასა და მძიმე წარსულში დაბრუნებას შორის ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. აქედან გამომდინარე დაველოდოთ ნაციონალური მოძრაობის მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორს – 30 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისა და მეორე ტურში მაჟორიტარობის კანდიდატის ღირსეულ გამარჯვებას. მერწმუნეთ  ზუგდიდი,  არ გახდება თანაზიარი, ავადსახსენებელ კასტილიან მანიაკთან ასოცირებულ ძალასთან“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

Banner 1
წინა პოსტი

ახლა რეალობა სხვაა, მე და მიშა ერთად ვართ -ლიზა იასკო სანდრა რულოვსზე დასმულ კითხვებს პასუხობს

შემდეგი პოსტი

“ლელო” ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას შეუერთდება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მამუკა წოწერია : საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად მოვახდენთ დეოკუპაციას, ჩვენი გმირების ბრძოლა კი ნამდვილად არ ჩაივლის უშედეგოდ

მამუკა წოწერია : საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად მოვახდენთ დეოკუპაციას, ჩვენი გმირების ბრძოლა კი ნამდვილად არ ჩაივლის უშედეგოდ

მამუკა წოწერია: ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ ზუგდიდმა განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება და არ იყოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი

მამუკა წოწერია: ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ ზუგდიდმა განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება და არ იყოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი

მამუკა წოწერია – ძალისხმევას არ დავიშურებთ მე და ჩემი გუნდი, რომ ზუგდიდის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს, კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და ადამიანამდე მივიდეს

მამუკა წოწერია – ძალისხმევას არ დავიშურებთ მე და ჩემი გუნდი, რომ ზუგდიდის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს, კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და ადამიანამდე მივიდეს

დღის ამბები

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]