stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

27 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1680

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2673

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – გავიხსენოთ, როგორ არჩევნებს ატარებდა „ნაცმოძრაობა“ – პირდაპირ ტერაქტებს უწყობდა საკუთარ ამომრჩეველს, ხურჩის ე.წ. ტერაქტი თვითონ დადგეს

23.10.2021 / 23 ოქტომბერი 2021
ირაკლი ღარიბაშვილი – გავიხსენოთ, როგორ არჩევნებს ატარებდა „ნაცმოძრაობა“ – პირდაპირ ტერაქტებს უწყობდა საკუთარ ამომრჩეველს, ხურჩის ე.წ. ტერაქტი თვითონ დადგეს

ცაგერი არის კლასიკური ნიმუში, მაგალითი, მტკიცებულება იმისა, თუ როგორ სუფთად და გამჭვირვალედ ატარებს „ქართული ოცნება“ არჩევნებს. „ქართული ოცნების“ კანდიდატს პირველ ტურში გამარჯვებისთვის სულ რაღაც 45 ხმა დააკლდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს.

„ჩვენ შეხვედრა გვქონდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბთან, ჩვენს პარტიასთან. ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, გიორგი ნემსაძე,რომელიც გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით. სულ რაღაც 45 ხმა დააკლდა პირველ ტურში. ეს არის კლასიკური ნიმუში, მაგალითი, მტკიცებულება იმისა, თუ როგორ სუფთად და გამჭვირვალედ ატარებს „ქართული ოცნება“ არჩევნებს.

გავიხსენოთ, როგორ არჩევნებს ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა“ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს – პირდაპირ ტერაქტებს უწყობდა საკუთარ ამომრჩეველს. გაგახსენებთ ხურჩის ე.წ. ტერაქტს, რომელიც თვითონ დადგეს და ჩვენი ამომრჩეველი, ერთ-ერთი ქალბატონი დაზიანდა, დაიჭრა. ასეთი ხელწერით მართავდნენ ისინი არჩევნებს. 45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს.

წარმოიდგინეთ, როგორი გამჭვირვალე და ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ ჩვენ მართლაც სანიმუშო, ნამდვილად ევროპული სტანდარტების. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და მჯერა, რომ ცაგერის მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. სრული მობილიზება გვაქვს იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვოთ და არ მივცეთ საშუალება არცერთ პროვოკატორს ქვეყნის დაძაბვის და ქაოსის შემოტანის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Banner 1
წინა პოსტი

პრემიერი – წუხელ არარსებული ამბავი გამოიგონეს, თითქოს სამეგრელოში სპეცრაზმის გაგზავნას ვაპირებდით

შემდეგი პოსტი

ჭურიაში თევზჭერისა და სასტენდო სპორტული სროლის ტურნირი გაიმართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი - მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და თითოეულ დიპლომატს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობებიდან გადადგნენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობებიდან გადადგნენ

დღის ამბები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა

წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში