” სიტყვა, ომი… და მშვიდობა”- პოეტ ზაურ მოლაშხიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხარდაჭერით, პოეტ ზაურ მოლაშხიას ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა.
შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით: ” სიტყვა, ომი… და მშვიდობა” უკრაინული ჰანგებით გაიხსნა. ღონისძიებას უძღვებოდნენ წამყანები: ლაშა გვასალია და ლია ნაროუშვილი.
პოეზიის საღამოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დეკლამატორები და ანსამლი ” ოდოია” ამშვენებდა. ღონისძიებაზე, მზით ნაფერები პოეტის ლექსები მისმა მეგობრებმა და სასახლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს და პოეტის შემოქმედება სცენაზე გააცოცხლეს.


მსგავსი სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზუგდიდში შევხვდი ეროვნულ და ნამდვილ ხალხს და ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის მშვიდობა და არსებული კურსი

,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” - ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა




