stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

14 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1627

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2621

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ანაკლიაში ფოლკლორული ფესტივალი „მომავლის ხმები“ მიმდინარეობს

19.06.2022 / 19 ივნისი 2022
ანაკლიაში ფოლკლორული ფესტივალი „მომავლის ხმები“ მიმდინარეობს

ანაკლიაში ფესტივალი „მომავლის ხმები“ მიმდინარეობს. სალოტბარო სკოლების ფესტივალი 24 ივნისამდე გაგრძელდება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ უკვე მესამედ იმართება.

გასული ფესტივალები გურიაში ჩატარდა, წელს კი სამეგრელო შეირჩა. ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდება და მასში მონაწილეობას ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების 250- ზე მეტი მოსწავლე მიიღებს. დღეს ანაკლიას წალენჯიხის, საჩხერის, მესტიის, ბორჯომის, ბათუმის, ამბროლაურისა და ახალციხის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ, ხოლო მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში მათ სამტრედიის, აბაშის, ხონის, ხარაგაულის, ონის, სენაკის და ბაღდათის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ჩაანაცვლებენ.

ფესტივალის მიმდინარეობს და სალოტბარო სკოლის მოსწავლეების სხვადასხვა აქტივობებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორთან გიორგი დონაძესთან ერთად გაეცნო.

ფესტივალი ანაკლიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ზუგდიდის მერიის ხელშეწყობით მიმდინარეობს. მონაწილეებისთვის, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის ახლად რეაბილიტირებულ თეატრში გაიმართება ორი კონცერტი, რომელშიც სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალისთვის შემუშავდა სპეციალური პროგრამა და გადამზადდნენ მოხალისეები, რომლებიც ბავშვთა გუნდების ლიდერები იქნებიან. სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების დაახლოება და სალოტბარო სკოლების განვითარების ხელშეწყობა. ამჟამად, სალოტბარო სკოლები საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც მსურველები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და გალობას უფასოდ ეუფლებიან.

ანაკლიაში ფოლკლორული ფესტივალი „მომავლის ხმები“ მიმდინარეობს - image 2
ანაკლიაში ფოლკლორული ფესტივალი „მომავლის ხმები“ მიმდინარეობს - image 3
Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდი რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს

შემდეგი პოსტი

სენაკის მერმა ,,ეტალონში“ გამარჯვებულ მოსწავლეებს ფულადი ჯილდოები გადასცა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ანაკლიაში კავკასიის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურულ-ფოლკლორული ფესტივალი “ანაკლია 2022” გაიმართება

ანაკლიაში კავკასიის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურულ-ფოლკლორული ფესტივალი “ანაკლია 2022” გაიმართება

ანაკლიაში “მომავლის ბანაკი” დაიხურა

ანაკლიაში “მომავლის ბანაკი” დაიხურა

ფოთში მარინისტული ფესტივალი მიმდინარეობს

ფოთში მარინისტული ფესტივალი მიმდინარეობს

დღის ამბები

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]